ზაფხული თავგადასავლებთან და შთაბეჭდილებებთან ასოცირდება, მაგრამ ერთმა პატარა მოულოდნელობამ შესაძლოა მთელი შენი გეგმები შეცვალოს და ისეთი ადამიანები აღმოგაჩენინოს, რომელთა გაცნობასაც სულ არ გეგმავდი. ყოველ შემთხვევაში, შვებულებაში წასვლამდე.
- ხადავშიკი (ქართ. მანქანის სავალი ნაწილების ხელოსანი) – შუახნის, მოუცლელი ვასიკო. „10იანი მომაწოდე, ძმა“ მისი გაცვეთილი ფრაზაა, შეიძლება სამუხრუჭე ხუნდები ბოლომდე ვერ შეგიკეთოს, მაგრამ რაიმე გამოსავალს შემოგთავაზებს, მაგ: „გაიარე, მოჯდება.“
- მატარისტი– (ქართ. ძრავის ხელოსანი); შეიძლება გუმანით ხვდებოდეს შენს ძრავს რა სჭირს, მაგრამ მისი საყვარელი ფრაზაა და უნდა გითხრას – „დასაშლელია, ძმაო“.
- ჟეშტიანჩიკი- (ქართ. თუნუქის ხელოსანი) – ადამიანი, რომელიც დაზიანებისგან მიღებულ დეფორმაციას პირვანდელ სახეს უბრუნებს, მომრავლებული საქმის გამო ფრიად შეჭირვებული ადამიანია. მისი საყვარელი ფრაზაა „ეს ძმაო, ეგრე არ გამოვა, ლანჟერონი (ქართ. ძარის შუა ძელი) არის მოსაჭრელი“
- მალიარშიკი (ქართ. მანქანის მღებავი) მასთან ვიზიტისას ხშირად მოისმენთ უკმაყოფილო მომხმარებლების წუწუნს რომ ავტომობილი ცუდადაა შეღებილი, თუმცა, მალიარმა მას უკვე აუხსნა, რომ „პალიროვკა (ქართ. გაპრიალება) ამოიყვანს“;
- პალიროვშიკი (ქართ. მანქანის ღებვის შემდგომი სამუშაოების ჩამტარებელი) მალიარის დაუძინებელი მტერია. აი, ხომ გახსოვთ ცუდად შეღებილ მანქანაზე, პალიროვკას ფერი რომ უნდა დაესვა. ეს ის შემთხვევაა, ფერი რომ ვერ ჯდება და მალიარის ბრალი რომაა. პალიროვშიკის საყვარელი ფრაზაა „ერთი კვირა დააცადე, დაჯდება (ავტ. ფერი)“
- აბივშიკი (ქართ.მანქანის სალონის ხელოსანი) არც მისი ცხოვრებაა იოლი. ყველა ფანჯარა და კარი კი არ კეთდება. თუ მაგალითად გაფუჭებული ელექტრო შუშა ვერ შეაკეთა, რაღაცით მაინც დაგეხმარება. „გავჭედოთ ეგ შუშა და იარე, ერთს არ გამოიყენებ და ეგ იქნება“.
- პლასტმასტშიკი, (ქართ. ის, ვინც მანქანის დაზიანებულ ნაწილებს/პლასტმასებს აღადგენს) რა მისი ბრალია, თუ ბამპერი არ ზის „ზაზორზე“ (ქართ. ღრეჩო) თუ შეკეთების სამი რაუნდი გაიარე და კმაყოფილება არ გეტყობა, გეტყვის „სალასკები (ქართ. სამაგრები) არ გივარგა, ძმაო და მე რა ვქნა“
- რაზვალშიკი– (ქართ. მანქანის საბურავების გამსწორებელი იმისათვის, რომ საჭე გასწორდეს) პირობითად ბატონი ვასიკო. „რაზვალი“ (ქართ. ნახარი) კი გაგისწორა, მაგრამ ამით შენი ურთიერთობა მასთან არ დასრულებულა, ახლა „სხაჟდენიაა (ქართ. თვლების შეყრა) გასასწორებელი, ძმაო“
- კაროპკის ხელოსანი (ქართ. ადამიანი, რომელიცგადაცემათა კოლოფს აკეთებს) მისი საქმე ზომიერად სამარჩიელო ხასიათისაა. ჯერ ზეთი გამოგაცვლევინა, მერე კომპიუტერზე შესამოწმებლად გაგიშვა, ე.წ. „კაროპკას“ (ქართ. გადაცემათა კოლოფი) არაფერი ეშველა. გამოიცანი რას გეტყვის. „აბა პირდაპირ კაროპკას ხომ არ გაყიდინებდი“.
- ელექტრიკი, (ქართ.ელექტროობის სპეციალისტი) მრავალფეროვანი ელექტრო პრობლემებისგან გადაღლილი ავთო. არის ავბედითი შემთხვევები, როცა ავთო ფარებს ვერ აკეთებს, მაგრამ არაუშავს, მისი თქმით, „ღამე თუ არ გიწევს სიარული, დღისით ჩვეულებრივად ივლი“.
მოკლედ, თუ ამ ფრაზების გაგონება არ გინდა, ახალი ადამიანების გასაცნობად მზად არ ხარ, თან შვებულებამდე, შეგიძლია არასაჭირო დრამა თავიდან აიცილო.
დააზღვიე, დაისვენე ალდაგთან ერთად!
Leave a Reply