COVID19: რა უნდა ვიცოდეთ ვაქცინების შესახებ

2 წუთის საკითხავი

საქართველოს კოვიდსტატისტიკაში პირველი ადგილი უჭირავს, თუმცა ეს პირველობა საამაყო ნამდვილად არ არის.

ეს ნიშნავს იმას, რომ პროცენტულად, საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი ავადდება და იღუპება ვირუსით. 

იმისათვის, რომ მივხვდეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ჩავისუნთქოთ-ამოვისუნთქოთ და მშვიდად გადავხედოთ არსებულ ფაქტებს 

რა ვიცით ვაქცინებზე? 

დღეისათვის არსებულ COVID 19-ის ვაქცინებს გავლილი აქვთ ისტორიულად გამოყენებული ყველა ფაზა.

კვლევები იწყება ცხოველებიდან და შემდეგ უკვე ადამიანებში გადის სამ ფაზას:

  1. პირველ ფაზაში მონაწილეობს ათეულობით ადამიანი
  2. მეორეში ასეულობით
  3. მესამეში ათასობით ადამიანი. 

ოთხივე ვაქცინას, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია – გავლილი აქვს ყველა კლინიკური ფაზა

თუ ვაქცინა თითქმის ერთ წელიწადში შეიქმნა…

ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ასეთ მოკლე დროში შექმნა ორმა ფაქტორმა განაპირობა: 

1) უპრეცედენტო დაფინანსებამ – რომელიც მდიდარმა ქვეყნებმა უზრუნველყვეს  

და

2) მანამდე არსებული რესურსებისა და გამოცდილების გამოყენებამ: ვაქცინების შექმნისას გამოიყენეს ებოლას და შიდსის ვაქცინების ტექნოლოგია და მეთოდოლოგია.  

ისტორიულად, ვაქცინაციით დამარცხდა ისეთი უმძიმესი დაავადებები როგორიცაა: დიფტერია, პოლიომიელიტი, ბ და ე ჰეპატიტი, პაპილომა ვირუსი, ტუბერკულოზი, მენინგოკოკცემია, წითურა, ყბაყურა და ა.შ.

ასევე, იცოდი, რომ 2017 წელს მხოლოდ პნევმონიით საქართველოში 1200 ბავშვი დაიღუპა, 2020 წელს კი ეს მონაცემი 37-ზე ჩამოვიდა?

ასეთი კლება სწორედ ვაქცინებს უკავშირდება. კერძოდ, პნევმოკოკის ვაქცინის პოპულარიზაციას.

საქართველოში არსებული ვაქცინები 

მსოფლიომ უკვე შექმნა 21 ვაქცინა. წამყვანი ვაქცინები საქართველოშია და მათი ეფექტურობა დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გარდაცვალებისაგან 100%-ია. 

ეს ვაქცინებია: 

ასტრაზენეკა – აღიარებული 121 ქვეყნის მიერ

ფაიზერი –  სრულად ავტორიზებული FDA-ის (რაც ნიშნავს იმას, რომ ავტორიზებულია არა მხოლოდ პანდემიის პირობებში) და 97 ქვეყნის მიერ 

სინოფარმი – აღიარებული WHO-ს მიერ – გამოყენებული 60 ქვეყანაში

სინოვაკი აღიარებული WHO-ს მიერ, ავტორიზებული 39 ქვეყანაში 

ვირუსთან ბრძოლის ერთადერთ და ყველაზე ეფექტურ საშუალებად ვაქცინაცია რჩება. დღესდღეობით, მსოფლიო მოსახლეობის 2 მილიარდი ადამიანი უკვე აცრილია ვაქცინის ორივე დოზით. 

თუ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, გარდაცვლილთა მაჩვენებელიც შემცირდება და კოვიდს გამო შეზღუდული ცხოვრების სტილიც წარსულს ჩაბარდება. 

ისე, როგორც ეს სხვა დაავადებების შემთხვევაში იყო