“ადამიანი საჭესთან ნერვებმოშლილი შეიცნობაო”
ხალხური
დაგვეთანხმებით, რომ საგზაო მოძრაობა საქართველოში მართლაც რომ უნიკალური ფენომენია და თავის კუთვნილ ადგილს იმსახურებს იუნესკოს არამატერიალური ძეგლების სიაში.
საქართველოს საავტომობილო გზები განთქმულია ქაოტური მოძრაობით და არც თუ ისე აუღელვებელი მძღოლებით. შედეგად ვიღებთ საჭის ტრიალის დროს წამოსაძახებელი სიტყვების ფართო არსენალს, რომელთა გადმოცემაც ემოჯიებითაც შესაძლებელია.
მაშ ასე, გთავაზობთ საჭის ტრიალის დროს გაგონილ ფრაზათა ვერბალურ-ემოჯიურ ლექსიკონს:
“ან იქით გადადი, ან აქეთ გადმოდი” – როგორც წესი, უყვირიან ჩამოუყალიბებელ მძღოლს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, საით წავიდეს და ამ დაბნეულობით სხვა მძღოლებს მოთმინების ფიალას უვსებს.
ემოჯი ლექსიკონში კი სწორედ ასე შეგიძლიათ ამ სიტყვების გადმოცემა:
“ახლა გამიხდება ბროდვეი” – (ბროდვეი – ნიუ-იორკში არსებული თეატრი, სადაც 500-მდე მაყურებლის ადგილია. აქ: ხალხმრავალი ადგილი)
ერთგვარი დაცინვა განგებისგან: როდესაც მძღოლს აგვიანდება, განგება საპასუხოდ საცობს უგზავნის, რათა ისედაც დაგვიანებულს უარესად დააგვიანდეს.
ეს ემოჯიები საკმარისია თქვენი გულისტკივილის გადმოსაცემად:
“ვინც შენ პრავა მოგცა” – (პრავა – რუს. მართვის მოწმობა) ეს ერთობ გავრცელებული და ერთი შეხედვით გასაგები რეპლიკა საკმაოდ დამაბნეველია. ვინაიდან, მისი ადრესატი არის მძღოლისთვის მართვის მოწმობის მიმცემი, რომელიც არაპროფესიონალია და საგზაო ნიშნებისა და ტარების არმცოდნეს მართვის მოწმობა მიანდო.
მეორე მხრივ, შეძახილის ადრესატი თვითონ ის მძღოლია, რომელიც საგზაო წესებს უგულებელყოფს.
მარჯვნივ აიღე, გასული ხარ – (აქ: აღება – საჭის დატრიალება) ხშირად გაიგონებთ ეგრეთ წოდებული “სტაიანშიკებისგან”, რომლებიც გეხმარებიან უკუსვლაში. ამ ფრაზაში ყველაზე სახასიათო – “სტაიანშიკის” მამობრივი შეგულიანებაა. მართალია ჯერ არ “აგიღიათ მარჯვნივ”, მაგრამ გასული ხართ.
“აქ ტანკი გაეტევა” – ვისამეს გაქილიკება, აქაოდა ამხელა ადგილია და შენ კი არა, აგერ ტანკი გაეტევაო. უმეტესწილად, ნამეტნავად ფრთხილ მძღოლებს წაუსისინებენ ხოლმე ასე.
“რას მისიგნალებ, ხო არ გადავაფრინდები?” – რეპლიკა მანქანის უკან მყოფი მძღოლის მისამართით, რომელიც შეუჩერებლივ ასიგნალებს.
აღსანიშნავია, რომ შეძახილი, სხვა რეპლიკების მსგავსად, ადრესატამდე არ მიდის, ამიტომ სათქმელი უწყვეტი და აგრესიული საპასუხო სიგნალით გამოიხატება.
“მიგალკა რისთვის გაქვს?!” – (მიგალკა – რუს. ციმციმა) როდესაც მძღოლის წინ მიმავალი მანქანა უნებლიე მოძრაობას ახორციელებს ან გაუფრთხილებლად გადაადგილდება სავალ ზოლებში.
რეპლიკას შესაძლოა მოსდევდეს: “შედალოცვილო”, “ოჯახაშენებულო” და უამრავი არაპოლიტკორექტული ტერმინი.
“ყოჩაღ ჭკვიანო, ჩვენ ეგ ვერ მოვიფიქრეთ” – ხშირად ნახავთ მანქანას, რომელიც გაგანია საცობში მოულოდნელად, ტროტუარზე ავარდება და როდესაც მთელი კოლონა შუქნიშანს ელოდება, მას მოთმინება არ ჰყოფნის და შეუპოვრად მიიწევს წინ. ამ დროს, მძღოლების უმეტესობა სწორედ ამ შეძახილს იყენებს მოხერხებული მძღოლის მისამართით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენც შეგიძლიათ ემოჯით გადმოსცეთ საგზაო თავგადასავლები, გადადით ლინკზე, მოგვიყევით თქვენი საგზაო თავგადასავალი ემოჯიებით და შესაძლოა, მანქანის დაზღვევაც კი მიიღოთ საჩუქრად.
წარმატებები