5 ტიპის მეზობელი ანუ როგორ მოვიმადლიეროთ ყოველი მათგანი

2 წუთის საკითხავი

მოდით ვაღიაროთ, რომ ქართული მეზობლობის შედარება სხვა ქვეყნის მეზობლობასთან შეუძლებელია.

ქართული მეზობლობა ის ურთიერთობაა, პირად სივრცეში შეუპოვრად შემოჭრას და გასაჭირის დროს გვერდშიდგომას ჰარმონიულად რომ აერთიანებს. 

ცხადია, ყველას განსხვავებული სამეზობლო ჰყავს, თუმცა შეინიშნება 5 წამყვანი გმირი

მაშ ასე, შენი მეზობლები:

ცნობისმოყვარე

როგორც წესი, ეს კატეგორია შენზე და შენს ნათესავებზე ისეთ ინფორმაციას ფლობს, რაც ჯერ თვითონაც არ იცი. ხშირ შემთხვევაში მათი სახელებია: ლამარა, დოდო, ნათელა, იქნებ მარინაც… 

ასეთ მეზობლებს საკმაოდ დიდი ძალაუფლება აქვთ, ამიტომ მათთან ურთიერთობას თვალის ჩინივით უნდა გაუფრთხილდე! 

მომგვარებელი

ეს ის მეზობელია მთელ კორპუსს რომ აზანზარებს! თანხის შეგროვება, პანაშვიდისთვის ხალხის ინფორმირება, კიბეების რეკონსტრუქცია, კორპუსის თავმჯდომარეთა კრება…

ამ მეზობლისთვის სირთულეები არ არსებობს, ის მომენტალურად აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. 

მისი სიტყვა გადამწყვეტია და ხშირად ამ გადაწყვეტილებას სწორედ ზემოთხსენებულ ლამარასთან ერთად იღებს ხოლმე. 

ჩუმი მეზობელი

სახლიდან გამოსვლისას უცნობი ადამიანი გხვდება, არ იცნობ, მაგრამ რადგან სადარბაზოში შეხვდი მაინც ესალმები – ის კი სინამდვილეში შენი მეზობელია და ყველა შეხვედრაზე უცნობი გგონია. 

აი ის, სულ მანქანას რომ რეცხავს

არ არსებობს, ამინდი, რომელიც ამ მეზობელს მანქანის გარეცხვისგან შეაჩერებს! ის რეცხავს თოვლში და წვიმაშიც, არ უშინდება ბუნებრივ კატაკლიზმებს და ყოველ დღე პირნათლად ასრულებს თავის საქმეს. 

ნარდის მოთამაშენი 

ამ კატეგორიის გამოტოვება არ შეიძლება! 

უბნის კაცების გუნდი, რომელიც სამაგიდო თამაშების დიდოსტატებითაა დაკომპლექტებული. დღის განმავლობაში ისინი  ზოგადსაკაცობრიო საკითხებს განიხილავენ და როგორც წესი, ისინი ლამარების მეუღლეები არიან ხოლმე, ამიტომ ყველა სახის ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. 

ჩამოთვლილი მეზობლებიდან, თითოეული მათგანი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჭეშმარტიტად ქართულ მეზობლობაში და მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაც უმნიშვნელოვანესია. 

კარგი ამბავი კი ის არის, რომ ალდაგის განახლებულ სახლის დაზღვევას შეუძლია არა მხოლოდ შენს სახლში დაზიანებული კარკასის, რემონტის ან ტექნიკის ანაზღაურება, არამედ მეზობლის მიერ წყლით თუ აფეთქებით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაც. 

ეს კი დაგეხმარება შეინარჩუნო კარგი ურთოერთობა მეზობლებთან და თავიდან აირიდო კონფლიქტური სიტუაციები.

Leave a Reply

Your email address will not be published.