დღევანდელ ციფრულ სამყაროში – იქ, სადაც მობილურის ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეგიძლია სახლის ელექტროობა აკონტროლო, ალბათ ვერცერთი აპლიკაციის არსებობა გაგვკვირვებს.
თუმცა მაინც არსებობს აპლიკაციები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების შემსუბუქებისთვის მადლობას იმსახურებენ…
და თუ ჯერაც არ გსმენია მათ შესახებ, მოიმარჯვე app store ან google play და დავიწყოთ:
1. DuoLingo
კატეგორია: განათლება
ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და სახალისო გზა ენის შესასწავლად.
არც ერთ შენს სკოლის მასწავლებელს ისე არ უხარია შენი წარმატება, როგორც ამ აპლიკაციის პერსონაჟებს.
ამიტომ, თუ Duolingo-ს ჯერ არ იცნობ, აუცილებლად გადმოწერე. შეუდექი ახალი ენის შესწავლას და დააკვირდი როგორ იამაყებს თითოეული პერსონაჟი შენი წინსვლით.
2. Spotify
კატეგორია: მუსიკა
ეს აპლიკაცია უცნობი არავისთვისაა, თუმცა ამ სიაში მის არ-მოხსენიება ნამდვილი დანაშაული იქნებოდა.
არაფერია იმაზე საამური, როდესაც იცი, რომ ლეგალურად და ორიგინალ ხარისხში უსმენ მუსიკას… თან შენზე ზედგამოჭრილი რეკომენდაციებით და ზედმეტი რეკლამების გარეშე
ამიტომ ეს აპლიკაცია ყველა მელომანის მობილურს უნდა ამშვენებდეს
3. backapp
კატეგორია: დაზღვევა
დაზღვევის აპლიკაცია უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა ბექაპი ნამდვილად ის აპლიკაციაა, რომელიც ცხოვრებას შეგიმსუბუქებს.
გარდა იმისა, რომ არსად მისვლა არ გწევს და ყველაფერს ონლაინ აკეთებ, აქ თავს იყრის
სტატისტიკა შენს მძღოლობაზე. თანაც დაზღვევის ფასი შენი ტარების შესაბამისად გიანგარიშდება.
ყველაზე მოსახერხებელი კი ისაა, რომ თუ სტანდარტულ ავტოდაზღვევაში ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადია, აქ მხოლოდ მაშინ იხდი, როდესაც მანქანას მართავ.
ერთი სრულყოფილი სადაზღვევო კომპანია შენს ტელეფონში.
4. Calm
კატეგორია: ჯანსაღი ცხოვრება
ეს აპლიკაცია ისე ამართლებს საკუთარ სახელს როგორც არავინ სხვა!
სუნთქვის ვარჯიშები, მედიტაცია, შფოთვის დაძლევა და ყველა ის ვარჯიში, რაც სტრესის შემცირებაში დაგეხმარება.
Calm-ში ცნობილი ადამიანების ძილისპირულ ამბემბსაც მოისმენთ…
მოკლედ აქ ყველაფერია იმისთვის, რომ მიწიდან 10 სანტიმეტით მაინც აიწიოთ
5. Fitbod
კატეგორია: ფიტნესი
ამ აპლიკაციაში თვითონ უთითებ რომელ კუნთებზე გსურს მუშაობა და აპლიკაციაც ატვომატურად გიდგენს შენზე მორგებულ პროგრამას, რომლის შესრულებასაც სახლის პირობებშიც მარტივად შეძლებ.
რაც ყველაზე საინტერესოა, ვარჯიშის ძირითადი ნაწილი უფასოა. ასე რომ, თამამად შეგიძლია დაიწყო მზადება ზაფხულისთვის.
ესეც წინგაგდადგმული პატარა ნაბიჯი კომფორტული ცხოვრებისკენ