ცოტა რამ პადელის შესახებ:

1 წუთის საკითხავი

მიუხედავად იმისა, გსმენიათ თუ არა პადელის შესახებ, ამ ბლოგში ჩვენ მოგიყვებით სპორტზე, რომელიც, დარწმუნებული ვართ, ძალიან მალე შეგაყვარებთ თავს და თქვენი ერთ-ერთი საყვარელი სპორტის სახეობა გახდება.

მაშ ასე, დავიწყოთ თამაში:

პადელი ტენისის და სქუოშის მიქსია, რომელსაც წყვილებში თამაშობენ დახურულ ან/და ღია კორტზე, რომელიც სპეციალურად პადელისთვის არის განკუთვნილი.

პადელის თამაშის დროს ქულების მინიჭების იგივე სისტემა გამოიყენება, რაც ჩოგბურთში. მატჩები ტარდება ორ მოგებამდე (მაქს. 3 სეტი), ქულები ნაწილდება 15-30-40;

როგორც ჩოგბურთში, პადელის თამაშის დროსაც კენტი გეიმის დროს მხარეები იცვლება;

პადელში გათამაშება იწყება მარჯვნიდან დიაგონალზე, მოწინააღმდეგის მოედნის მიმართულებით. შესრულების დროს, ჩამწოდებელი არ უნდა გადმოცდეს მოედნის უკანა ხაზს. გათამაშებული ბურთი უნდა დაეშვას მოწინააღმდეგის ზონაში და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მოწინააღმდეგეს მასზე თამაში, ასევე, სწორ ჩაწოდებად ითვლება თუ ბურთი მოხვდება გვერდით ან უკანა კედელს. იმ შემთხვევაში, თუ ბურთი მოხვდა ბადეს – ეს გათამაშება არ ითვლება. 

თამაშის დროს, კორტის ხაზები აღარ მოიაზრება დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქულის მოპოვების განმსაზღვრელ ფაქტორად.

მოწინააღმდეგეს ქულა ეთვლება იმ შემთხვევაში თუ ბურთი ორჯერ ან მეტჯერ დავარდება მოედნის თქვენ ზონაში, ბურთი მოხვდება საზღვებს გარეთ და შეეხება ბადეს ან კედლებს თქვენ ზონაში.

საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ პადელი სოციალური ინტერაქციის და გუნდურობის სპორტია, რომელშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტრატეგიას და არ არის გათვლილი ძლიერ ჩაწოდებებსა და დარტყმებზე.

დამატებითი წესები, შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: