ცოტა რამ Aerial Yoga-ს შესახებ

1 წუთის საკითხავი

1 ოქტომბერს, კოჯრის ფიჭვნარში ექსპერიმენტულ მუსიკალური ფესტივალზე „TKESHI” ულამაზესი გარემო და ალდაგის კუთხე დაგხვდებათ, სადაც საჰაერო იოგის პოზიციების შესწავლასაც შეძლებთ. ღონისძიების სანახავად ეწვიეთ

მანამდე გაეცანით რა არის Aerial Yoga

საჰაერო იოგა, აბრეშუმის ჰამაკის დახმარებით, ტრადიციული იოგას პოზიციების ჰაერში შესრულების შესაძლებლობას იძლევა. ის იოგასთან ერთად აერთიანებს ფიტნესის ისეთ სახეობებს, როგორიცაა: პილატესი და აკრობატიკა. პირველად ამერიკაში, 1990-იანებში გამოჩნდა, მისი სულისჩამდგმელად კი ქორეოგრაფი,  ქრისტოფერ ჰარისონი ითვლება, რომელმაც ინსპირაცია მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას მიიღო. იგი  მიხვდა, რომ ჰამაკის გამოყენებით შეიძლებოდა ბალანსის შენარჩუნება, რის შემდეგაც შექმნა სრულიად ახალი მიმართულება, რომელსაც შემდეგ საჰაერო იოგა ეწოდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც ყველაზე მთავარია Aerial Yoga-ს პოზების შესრულება შესაძლებელია, როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებებისთვისაც, რადგან ჰამაკის დახმარებით სხეული მარტივად ინარჩუნებს წონასწორობას და შესაძლებლობას გაძლევს მარტივად მიაღწიო ტრადიციული იოგას ურთულესს პოზებს.

Aerial Yoga და ჯანმრთელობა

გარდა იმისა, რომ Aerial Yoga  ერთ-ერთ ყველაზე სახალისო და განსხვავებული  ფიტნესის სახეობაა, ის ასევე კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვისაც.

ვარჯიშის დროს  იჭიმება ხერხემალი, რაც აქრობს ზურგის ტკივილს და ხელს უწყობს სიმაღლეში ზრდას, ასევე  საჰაერო იოგა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და კონცენტრაციის უნარს, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მედიტაციის საშუალება და აუმჯობესებს მეხსიერებას.

Aerial Yoga-ს ცნობილი და მარტივი პოზიციები

1. ხიდი

  • ჭიმავს და ხსნის გულ-მკერდის არეს, მხრებსა და ფილტვებს
  • აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას
  • ამცირებს სტრესს
  • კარგია ასთმით დაავადებულთათვის

2. სკამის პოზიცია

  • ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას
  • აქრობს ზურგისა და წელის ტკივილს

3. გაწელვა მხრებით

  • ჭიმავს მხრებსა და ხერხემალს
  • ხელს უწყობს წელისა და კუდუსუნის ტკივილის შემცირებას

4. მართი კუთხე

  • აძლიერებს: მხრებს, ფეხებს, წელს, მკლავებსა და ხერხემალს.
  • ამცირებს წელის ტკივილს
  • ჰამაკის დახმარებით უფრო მარტივად ინარჩუნებ საჭირო პოზას
  • აუმჯობესებს ბალანსს

5.  პოზიცია გონების რელაქსაციისთვის

  • ხსნის ემოციურ და ჰორმონალურ სტრესს.

6. ბალანსის პოვნა

  • ჭიმავს თეძოებს, მყესებსა და ბარძაყებს
  • აუმჯობესებს წონასწორობასა და კონცენტრაციის უნარს
  • ხელს უწყობს საკვების მონელებას

7. ვარსკვლავის პოზიცია

  • ჭიმავს ხერხემალს
  • ეხმარება: სტრესის, დეპრესიისა და უძილობის დაძლევას
  • მედიტაციის კარგი საშუალებაა
  • ზრდის სისხლის მომიქცევას და ამცირებს ანთებით პროცესებს
  • არეგულირებს ტემპერატურას

8. მედიტაცია ჰამაკის დახმარებით

  • ღრმა მედიტაციის საშუალებაა
  • ამშვიდებს გონებასა და სხეულს

Leave a Reply

Your email address will not be published.