ჭკვიანი ტექნიკები, რომლებიც თქვენი სახლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

2 წუთის საკითხავი

უსაფრთხოების განცდა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვებულებების პერიოდი მოგვიახლოვდა და საკუთარი სახლებისგან შორს გვიწევს ყოფნა.  სწორედ ამიტომ, ალდაგი Sonorous Smart Systems-ს დაუმეგობრდა – ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლები, რომლებიც სახლს ალდაგში დააზღვევენ, Sonorous Smart Systems-ის ჭკვიან ტექნოლოგიებზე, 12%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ, რაც სახლში მეტ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 

წარმოგიდგენთ 7 ჭკვიან ტექნიკას, რომელიც ალდაგისა და Sonorous Smart Systems-ის პარტნიორობის ფარგლებში, მეტი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ:

  1. ჭკვიანი საკეტი

მოწყობილობა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მარტივად, აპლიკაციის დახმარებით დისტანციურად მართოთ საკეტი, დააყენოთ მასზე პაროლი, გააღოთ ან დაკეტოთ თითის ანაბეჭდით ან/და ბარათის საშუალებით. ჭკვიანი საკეტის დახმარებით, შეგიძლიათ დაივიწყოთ გასაღები და მისი დაკარგვით გამოწვეული უსიამოვნებები.

2. კვამლის ჭკვიანი დეტექტორი

პატარა და კომპაქტური დეტექტორი, რომელიც სახლში მიმდინარე პროცესების მარტივად გაკონტროლებას უზრუნველყოფს და შესაძლებლობას გაძლევთ, ხმოვანი ან/და ტექსტური შეტყობინებით, დისტანციურად, უსწრაფესად აღმოაჩინოთ დაკვამლიანება. 

3. მილის ჭკვიანი დამკეტი

მოწყობილობა, რომელიც სახლში წყლის გაჟონვის აღმოჩენაში დაგეხმარებათ. აქვს წყლის ავტომატურად დაკეტვის ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, დისტანციურად, მარტივად  დაარეგულიროთ წყლის ნაკადი 0-დან 100%-მდე.

4. ბუნებრივი აირის დეტექტორი

დეტექტორი, რომელიც სახლში ბუნებრივი აირის დონეს აკონტროლებს და ხმოვანი განგაშის საფუძველზე გატყობინებთ ჰაერში მისი დონის მატებას, შესაძლებლობას გაძლევთ, დისტანციურად  უზრუნველყოთ ბუნებრივი აირის ავტომატური გადაკეტვა.  

5. ჭკვიანი კამერა

ჭკვიანი კამერა, სახლში მიმდინარე პროცესების მარტივად გაკონტროლების საშუალებას იძლევა.  კამერა უზრუნველყოფილია ორმხრივი აუდიო კავშირით, მაღალი ხარისხის გამოსახულებითა და ღამის ხილვადობით. აქვს 128GB მეხსიერების ბარათი, რაც შესაძლებლობას მოგცემთ სახლში დამდგარი რისკები მინიმუმამდე შეამციროთ.

6. ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი

მოწყობილბა გეხმარებათ ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგსა და რეგულირებაში. უზრუნველყოფილია მაღალი სიზუსტის გაზომვით. მუშაობს ელემენტებზე და აქვს დაბალი ენერგომოხმარების პროცესორი, რაც მოწყობილობის 18 თვემდე მუშაობის გარანტიას იძლევა. 

7. გაღება – დაკეტვის სენსორი

მოწყობილობა დაგეხმარებათ დისტანციურად მართოთ თქვენი სახლის კარი: სენსორი აფიქსირებს კარის გაღება-დაკეტვის პროცესს და ინფორმაციას, ავტომატური შეტყობინების სახით, გიგზავნით. გაღება – დაკეტვის სენსორი მონიტორინგისა და უსაფრთოხების უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ. 

Leave a Reply

Your email address will not be published.