5 რამ, რასაც ახალი წელი არ უნდა ჩააშხამებინო

1 წუთის საკითხავი

Ახალი წელი ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული დღესასწაულია, ამიტომაც ყველა განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის, თუმცა ხშირად ჩნდება გაუთვალისწინებელი პრობლემები, რის გამოც სადღესასწაულო განწყობის შენარჩუნება რთულია, ამიტომაც შეგახსენებთ იმ 5 მოულოდნელობას, რომელისაც ახალი წელი არ უნდა ჩააშხამებინოთ.  

  1. თონის პური დილას უნდა იყიდო 

Საქართველოში ოჯახური ახალი წელი თონის პურის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომაცაა, რომ ყოველ 31 დეკემბერს ერთ-ერთი ოჯახის წევრი ამ პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და დგება თონის დაუმთავრებელ რიგში. თუ გინდა, რომ ახალ წელს რიგში არ შეხვდე, არ გადადო თონის პურის ყიდვა საღამოსთვის.

  1. ტკბილეული და ჩურჩხელები ადრე არ შეიძინო 

Თუ დაკვირვებული და ტკბილეულის მოყვარული ადამიანი ხარ, გეცოდინება, რომ რაც უფრო ადრე იყიდი შოკოლადებს, ჩურჩხელებს და ზოგადად ტკბილეულს, მით უფრო დიდი შანსია ნაადრევად შემოგეჭამოს  და ახალ წელს ტკბილეულის გარეშე დარჩე, ამიტომ არ იჩქარო გემრიელობების შეძენა. 

  1. ცუდ მეკვლეს ხასიათი არ გააფუჭებინო 

Ალბათ ყველა ოჯახში არსებობს მეკვლის ტრადიცია, თუმცა გიფიქრიათ რა მოხდება თუ ღამის 12 საათზე არასასურველი სტუმარი მოადგება შენს კარს? Ჯობს მეკვლეს წინასწარ მოელაპარაკო 

  1. აბაზანიდან გამოსვლა დროულად მოასწარი 

Ყველა ჩვენგანი იმდენად არის ჩართული საახალწლო მზადებაში, რომ ხანდახან მოწესრიგებას ბოლო წუთებში ვიწყებთ, აბა რამდენი შეხვედრილხართ ახალ წელს აბაზანაში??? 

  1. მეზობლისგან ჩამოსულ წყალზე არ ინერვიულო 

Ახალ წელს სრულიად მოულოდნელი შემთხვევებიც ხდება, წარმოიდგინე,საახალწლო სამზადისში ხარ, რომელიც დიდ თანხებთან ასოცირდება და უცებ მეზობელმა წყალი ჩამოგიშვა, ამ დროს დაზღვევა თუ გექნება, ახალი წელი არ ჩაგიშხამდება.

არ ჩაიშხამო დღესასწაული ამ და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვების გამო, დააზღვიე ახალი წელი.

Leave a Reply

Your email address will not be published.