მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ავტომობილების წარმოება მე-19 საუკუნეში დაიწყო და საკმაოდ დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, 21-ე საუკუნემ, მსოფლიოს, ელექტრომობილების მნიშვნელობა უფრო მკაფიოდ დაანახა. ჩუმი, მარტივად სამართავი და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილები, სულ უფრო სწრაფად ხდება პოპულარული მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც.
ჩვენ გვინდა გაგაცნოთ, ელექტრომობილების ხუთი მოდელი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია საქართველოში:
Nissan Leaf
ელექტრო ავტომობილების ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
Nissan LEAF არის ელექტრო მანქანა, რომელსაც არ აქვს გამონაბოლქვი, არ საჭიროებს ზეთის გამოცვლას, ძრავი არ გამოსცემს ხმას და მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის.
ენერგიას, რომელიც საჭიროა ელექტროძრავის მართვისთვის, მანქანის იატაკზე დამონტაჟებული ბატარეების ნაკრებიდან იღებს, რაც ავტომობილის მართვას ამარტივებს.
Nissan LEAF-ის სრულად დატენვის შემთხვევაში გადაადგილების დიაპაზონი 117კმ-დან 365კმ-მდე იზრდება, ბატარეის სრულად დატენვის დრო დამოკიდებულია ბატარეების სიმძლავრეზე და 45 წუთიდან – 7 საათამდე მერყეობს.
Tesla: model S
ტესლა S – ელექტრომობილი, ძლიერი და მტკიცე არქიტექტურითა და უსაფრთხოების ნორმების მაღალი დაცვით, რომელიც იატაკზე დამონტაჟებული ბატარეებითა და ავტომატური სამუხრუჭე სისტემითაა უზრუნველყოფილი.
ტესლას ბატარეებს შეუძლია საშუალოდ 150 000 მილის გავლა. ერთი დატენვის საშუალო დიაპაზონი კი დაახლოებით 450 მილია. ბატარეის სრულად დატენვის დრო დამოკიდებულია ბატარეების სიმძლავრეზე და 20 წუთიდან – 9 საათამდე მერყეობს.
BMW I3
BMW I3 ურბანული გადაადგილებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ელექტრომობილია. არის მსუბუქი და გადაადგილება მარტივი და კომფორტულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ I3 არ არის პრემიუმ კლასის მანქანების რიგებიდან.
ავტომობილს, სრულად დატენვის შემთხვევაში, დაახლოებით 177-დან 190 მილამდე შეუძლია გადაადგილდეს, რაც გრძელ და ქალაქგარე გზებზე შედარებით მოუხერხებელია.
ბატარეის სიმძლავრე – 42,2 კვტ/სთ-ია, რომლის 80%-მდე დამუხტვას 45 წუთში, სწრაფი სიმძლავრის დამტენით, მოახერხებთ.
FIAT 500 ELECTRIC
FIAT 500E ურბანული გადაადგილებისთვის საუკეთესო თანამგზავრია. ავტომობილის სიმსუბუქე და კომპაქტურობა, მგზავრობას უფრო სასიამოვნოს ხდის. ელექტრომობილი უსაფრთხოების ძლიერი სისტემით არის დაკომპლექტებული: აქვს ავტომატური სამუხრუჭე სისტემა, იძლევა სიგნალებს გადაჭარბებული სიჩქარის, მოძრაობის წესების დარღვევისა და მოსალოდნელი საფრთხის დროს;
ავტომობილის სრულად დატენვას დაახლოებით 4 საათი სჭირდება, 0-დან 80%-მდე დამუხტვის დრო კი 25-30 წუთია;
Tesla model 3
ტესლა 3 არის ფენომენალური მოდელი, განახლებული დიზაინით, ახალი სისტემითა და გაძლიერებული ბატარეებით. არის საკმაოდ სწრაფი და მსუბუქი. ბატარეები, ისევე, როგორც ყველა ელექტრომობილს, განლაგებული აქვს მანქანის იატაკზე, რაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და გადაადგილებას ამარტივებს.
ტესლა მოდელ 3-ს აქვს სწრაფი დატენვის შესაძლებლობა და სწრაფი დამტენით ბატარეის 80%-მდე დატენვას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება, ხოლო სრული დამუხტვის დრო 60 წუთამდე მერყეობს.
თუ უკვე გყავს ელექტრომობილი ან შეძენას ფიქრობ, არ დაგავიწყდეს, რომ ალდაგში, ელექტრო მანქანების დაზღვევაზე მომხმარებლები ინდივიდუალური პირობებით, საკუთარი საჭიროებების მიხედვით სარგებლობენ და მომსახურებას სპეციალურად დაკომპლექტებული გუნდისგან იღებენ, რომლებიც ინდუსტრიის მცოდნე სპეციალისტები არიან.
Leave a Reply