რამდენიმე უხერხულობა, რომლებსაც ხასიათი არ უნდა გააფუჭებინო!

1 წუთის საკითხავი

მოულოდნელობები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შეიძლება თავი ყველაფრისგან ვერ დაიზღვიო, მაგრამ თუ მძღოლი ხარ, მინიმუმ მანქანის დაზღვევა შეგიძლია. გადახედე საგზაო უხერხულობებს და აღმოაჩინე, რამდენად იღბლიანი ხარ:

  • სამსახურში აგვიანებ, მაგრამ დილით აღმოაჩენ, რომ ღამით, ფარები დაგრჩა ჩართული და მანქანა აღარ იქოქება;
  • მზიან ამინდში, ტრასაზე გადაადგილებისას აღმოაჩენ, რომ შუშაზე ტალახია, თუმცა მანქანაში წყალი გაგითავდა;
  • თავსხმა წვიმაში, გზაზე, ამოუცნობ საგანს გადაუარე და საბურავი დაგეშვა;
  • წვიმიან ამინდში, გვერდით მიმავალმა მანქანამ გუბეში ჩაარტყა და ჩაწეულ ფანჯარაში შემოსხმულმა წყალმა მთლიანი ლუქი და მანქანის სალონი დაგისველა; 
  • ღამე გადაადგილდები და საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მანქანები შორი ხედვის ნათურებს გინთებენ მხოლოდ იმის გამო, რომ შენი მანქანის ნათურა არასწორი მიმართულებით ანათებს;
  • ზაფხულის ცხელ დღეს, ძროხებმა, გასაგრილებლად, თავი გვირაბს შეაფარეს, გზა გადაიკეტა და აუტანელი საცობი შეიქმნა;
  • ძალიან გეჩქარება, მაგრამ არ გახსოვს გასულ საღამოს გასაღები სად დააგდე;
  • ცხოვრების ყველზე მტანჯველი და საშიში 1 წამი: მანქანით სწრაფად გადაადგილდები და ხვდები, რომ გაცემინებს;
  • შენ წინ მიმავალმა მანქანამ კენჭი აისხლიტა და მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა – შუშას ბზარები გაუჩნდა;




თავს ყველაფრისგან ვერ დაიცავ, მაგრამ გახსოვდეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა უცაბედი შეცდომებისგან, ან ბედის უკუღმართობისგან ხდება. დააზღვიე მანქანა, სანამ საზაფხულო მოგზაურობებს დაიწყებ.

Leave a Reply

Your email address will not be published.