საქართველოში პირველი ციფრული დაზღვევა გამოჩნდა. backapp ასე ჰქვია ალდაგის მიერ შექმნილ აპლიკაციას, რომელიცდაზღვევის პროცესს ამარტივებს და თავად დაზღვევას სულ სხვა გამოცდილებად აქცევს.
იმასთან ერთად, რომ სრული დაფარვები აქვს (ანაზღაურებს ავტოსაგზაო შემთხვევას, გარეგან დაზიანებას, ხანძარს, ქურდობას და ა.შ.), backapp არაერთ ინოვაციურ შესაძლებლობას იძლევა.
მაშ ასე:
backapp-ის გააქტიურებისას შენს მანქანაში თავსდება ჭკვიანი მოწყობილობა, რომელიც უკავშირდება აპლიკაციას. აპლიკაციაში თვითონვე ხედავ, რამდენს დადიხარ და დაზღვევის თანხა შენ მიერ გავლილი კილომეტრების შესაბამისად გიანგარიშდება.
შესაბამისად, ბექაფის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ თუ სტანდარტულ ავტო დაზღვევაში პრემია ფიქსირებულია, backapp-ში მხოლოდ მაშინ იხდი, როდესაც მანქანას მართავ. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო ცოტას დადიხარ, მით ნაკლებს იხდი.
ჭკვიანი მოწყობილობა რისი ჭკვიანი მოწყობილობაა, თუ მოძრაობის ხარისხიც არ შეაფასა!
აპლიკაციაში ისიც ჩანს, თუ როგორ უხვევს მძღოლი მოსახვევში, როგორ ძრავს ავტომობილს და აჩქარებს სვლას, როგორ ამუხრუჭებს, რამდენად იცავს დადგენილ სიჩქარეს…
და თუ ამ ყველაფერს საკმაოდ ფრთხილად და წინდახედულად აკეთებ, მაშინ დაუფასებელი არ დარჩები და გადასახადიც ავტომატურად უფრო ნაკლები დაგიანგარიშდება..
Backapp-ის შემქმნელები ამბობენ: “გაჩერებულ მანქანას პრემია არ ერიცხებაო.”
ეს ნიშნავს, რომ როდესაც მანქანით არ მოძრაობ, გადასახადი ნულის ტოლია, სამაგიეროდ დაზღვევა მოქმედია და თუ გაჩერებული მანქანა დაგიზიანდება, ზარალი მაინც აგინაზღაურდება.
გარდა სიმარტივისა, backapp აპლიკაცია დაზღვევის პროცესს უფრო სახალისოს ხდის.
გადმოწერისას აპლიკაცია ტესტდრაივს გთავაზობს, ამ დროს შეგიძლია შენი მძღოლობაც გამოსცადო და სავარაუდო პრემიაც ნახო. ტესტდრაივის გასავლელად მოწყობილობის ჩაყენება ავტომობილში არ გჭირდება. საჭიროა, უბრალოდ გადმოტვირთო backapp აპლიკაცია app store-დან ან google play-დან და გაიარო რამდენიმე კილომეტრი. ტესტ დრაივის შედეგს აპლიკაციაში ნახავ და იმასაც დაინახავ, დაახლოებით რა თანხა დაგიწერა ერთ მგზავრობაზე.
აპლიკაციაში შენი მძღოლობის შესახებ საინტერესო სტატისტიკასაც ნახავ.
აქ შეგხვდება ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მოძრაობ გზაზე, როგორ მანევრებს აკეთებ, რამდენ კილომეტრს გადიხარ საშუალოდ და ასე შემდეგ… ეს დაგეხმარება, უფრო პროფესიონალურად და გაწონასწორებულად მართო შენი ავტომანქანა, ამით შენც დაცული იქნები, სხვებიც და დაზღვევის ფასიც უკეთესი გექნება.
ეს მხოლოდ იმ უპირატესობებისჩამონათვალია, რაც backapp-ს სტანდარტული დაზღვევისგან განასხვავებს. სინამდვილეში აპლიკაციას ბევრად მეტი საინტერესო და სახალისო ფუნქცია აქვს.
backapp-ის გადმოწერა შეგიძლიათროგორც IOS, ისე Android მოწყობილობების მფლობელებს.
backapp-ით სარგებლობისას არ მოგიწევთდოკუმენტების წარდგენა – ყველაფერი ციფრულად ხდება. უბრალოდ ჩაწერე backapp app store-ში ან google play-ში და დაიწყე სარგებლობა ყველაზე მობილური დაზღვევით საქრთველოში!