თუ 31 წელი შეგისრულდა და გგონია, რადგან მრგვალი რიცხვი არ არის, აღნიშვნად არ ღირს – ძალიან ცდები!

31 წელი ის ასაკია, კომპეტენტურობის პიკში რომ შეყავხარ და უკვე საშუალებას გაძლევს ნებისმიერ სიტუაციაში ეს ჯადოსნური სიტყვები ააფრიალო:
“შენხელა რომ ვიყავი…”
31 წლიანდან მოულოდნელი პრივილეგიებიც გიგროვდება, მაგალითად:
- მოზარდები ნელ-ნელა თქვენობით მოგმართავენ და შეიძლება დეიდა/ბიძიათიც შემოგეხმიანონ
- ქუჩაში? არავითარი “გოგონი” და “ბიჭი” ამიერიდან – ქალბატონო / ბატონო!
- ის ერთი ბედნიერი დღეც გათენდება, როცა ტრანსპორტში ადგილს დაგითმობენ

ნუ მიიღებ ამ ფაქტებს ტრაგედიად, თამამად შეიფერე რადგან 31 წლიდან ბევრი კარგი საჩუქარიც გერგება:
მაშ ასე:
- გამდიდრდები
ამ დროს უკვე ნამდვილად გეცოდინება, ვინაა შენი საუკეთესო მეგობარი
- გონება გაგინათდება
დააფასებ შენს მშობლებს, დეიდაშვილ-მამიდაშვილებს და შეიძლება ოჯახურ შეკრებებსაც გემო გაუგო
- ემოციები მოზღვავდება
ნელ-ნელა უფრო მეტ ადამიანს აპატიებ, შეიძლება რომანტიკულ კინოებზეც აგეტიროს
- ჯანმრთელობაზე იზრუნებ
ბევრ წყალსაც დალევ, ვარჯიშსაც დაიწყებ და შეიძლება ისიც გაარკვიო, სად უკეთესი ბროკოლი, სალათის ფურცელი და სტაფილო “იღება”
- დაღვინდები
ჰირველივე ემოციას არ აყვები, შეიძლება მოჩხუბრები სულ უფრო ხშირად გააშველო, დიდი შანსია, საჭესთან უწმაწური სიტყვების წამოცდენასაც გადაეჩვიო
- მზად იქნები ნებისმიერი თავგადასავლისთვის
ბოლო და მთავარი! 31-დან იწყება თავგადასავლები. თავდაჯერებულობა მოიკრიბე და წინ ცხოვრებისგან მაქიმალური სიამოვნების მისაღებად!
გილოცავთ 31-ე დაბადების დღეს და ყველა ზემოთჩამოთვლილ ბედნიერებასთან ერთად ამ ასაკის ამაყად შეფერებასაც გისურვებთ!

წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველის!
Leave a Reply