5 მიზეზი თუ რატომ გამოგადგება backapp

1 წუთის საკითხავი

ეს ბლოგი კომფორტის მოყვარულთათვისაა…

თუ მართავ მანქანას და ამასთან ერთად წინდახედული, პასუხისმგებლიანი და ციფრული სამყაროს მოყვარული ხარ, მაშინ მოემზადე – დღეს პირველი დაზღვევის აპლიკაციაზე – backapp-ზე ვისაუბრებთ:

ეს ერთი შეხედვით პატარა აპლიკაცია რეალურად მთელ სერვისცენტრს იტევს და აი 5 მიზეზიც, თუ რატომ გამოგადგება ის: 

1. ახალისებს შენს კარგ მძღოლობას

ხომ არ გგონია, რომ თუ მანქანას უფრთხილდები, მოსახვევებშიც მოზომილად დადიხარ და სიჩქარესაც ნატიფად ავითარებ – ეს ყველაფერი დაუფასებელი დარჩება? ასეთ დროს აპლიკაცია ხედავს შენს უბადლო მძღოლობას და დაბალი ტარიფით გასაჩუქრებს

2. მოსახერხებელია

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს აპლიკა შენი ციფრული სერვისცენტრია და არ გიწევს არც ერთი დოკუმენტის წარდგენა – ეს ყველაფერი ციფრულად ხდება. 

თან რა საჭიროა ამ სიცხეში ოფისებში სიარული?  

3. იაფია

მისი ესოდენ მოსახერხებელი ფუნქციები სულაც არ ნიშნავს, რომ ბინას გაგაყიდინებს და ნათესავებს გადაგამტერებინებს… backapp საკმაოდ ბიუჯეტური პროდუქტია, სტანდარტული დაზღვევის თითქმის ნახევარს იხდი და თან იხდი მხოლოდ მაშინ – როდესაც მანქანა მოძრაობს.

4. სახალისოა

ეს აპლიკაცია ნამდვილად არ მოგაწყენს. გარდა იმისა, რომ გადმოწერისას ტესტდრაივს გადიხარ და იგებ, თუ როგორი მძღოლი ხარ, ხედავ შენს სტატისტიკას – საამაყო მანევრებით მოძრაობ თუ არა, რა შეგიძლია გამოასწორო იმისათვის, რომ ოსტატურად მართო მანქანა და ასე შემდეგ…

რაც ყველაზე მთავარია:

5. თუ დაგჭირდა გიბექაფებს

მართალია გადასახდელი თანხა მხოლოდ დაძრულ მანქანაზე ანგარიშდება, მაგრამ თუ მანქანა გაჩერებულზე დაზიანდა ზარალი მაინც ანაზღაურდება.

ესეც ის მცირედი ჩამონათვალი, რითიც backapp ნამდვილად შეგიმსუბუქებს ბევრ სადარდებელს. დანარჩენ ფუნქციებს უკვე შეგიძლია თავად გაეცნო – გადმოწერე აპლიკაცია Google Play ან App Store-იდან და დატკბი პირველი ციფრული დაზღვევით!

Leave a Reply

Your email address will not be published.