რატომ მაინცდამაინც ბექაფი?

1 წუთის საკითხავი

ბექაფი ალდაგის ახალი ბრენდია. ის არის დაზღვევის პირველი ციფრული აპლიკაცია საქართველოში.

როგორ დავაზღვიო ავტომობილი ბექაფით?

გადმოიწერე აპლიკაცია ბექაფი * backapp. დარეგისტრირდი, მოითხოვე პატარა მოწყობილობა, რომელსაც ადგილზე მოგიტანენ და დაიწყე აპლიკაციით სარგებლობა.

აპლიკაციაში ნახავ რამდენს დადიხარ და როგორ დადიხარ და პრემიაც ამის მიხედვით დაგიანგარიშდება.

მოდით, ვნახოთ რას ფიქრობენ ბექაფზე მისი პირველი მომხმარებლები.

ნიკოლოზ მჭედლიძე 29 წლის

„აპლიკაციაში ჩემი შედეგები რამდენჯერმე ვნახე. შეფასება ძალიან მომეწონა. ზოგადად ძალიან მარტივი, სწრაფი და განვითარებული აპლიკაციაა, ძალიან მომწონს„


თეიმურაზ ჯაში  40  წლის

„ კარგი იდეაა. კარგი იქნება თუ აპლიკაციაში მეტი ინფორმაცია მოიყრის თავს, მაგალითად, საინტერესო იქნება, მიჩვენოს კონკრეტულად რა დავარღვიე. ზოგადად თანამედროვე დაზღვევაა და ვფიქრობ, აპლიკაციაც კიდევ უფრო განვითარდება. „

ხვიჩა საგინაშვილი 29  წლის

„მომწონს, კმაყოფილი ვარ –  რაც მოვისმინე, ნამდვილად გაამართლა. ბევრს არ დავდივარ, ამიტომ მომწონს რომ უფრო იაფი გამომდის და ჩემთვის ეს მისაღებია. კარგია, რომ გაჩერებულ მანქანაზე პრემია არ იწერება, მაგრამ ამავდროულად დაზღვეულია“.

გაგა დარსალია 29 წლის

” ბექაფი ძალიან მომწონს, აქტიურად ვიყენებ. თანამედროვე, ტექნოლოგიური, კომფორტული – ჩემი ჩარევა არაფერში სჭირდება. სახლის ადამიანი ვარ ცოტას დავდივარ და ჩემთვის სრულიად მისაღები პირობები აქვს.”

Leave a Reply

Your email address will not be published.