ავტომობილის ყიდვა ყველას ცხოვრებაში დიდი და სასიხარულო მოვლენაა, მაგრამ ასეთ შენაძენს თან ახლავს ახალი გამოწვევები. გვიწევს შემოსავლების ახლებურად დაგეგმვა, რათა საკუთარ მანქანას საჭირო სახსრები გამოვუყოთ საწვავისთვის, უსაფრთხოებისთვის, აქსესუარების შესაძენად და ა.შ. ამ პროცესში ვხვდებით, რომ ხარჯები საგრძნობლად გაგვეზარდა და საერთოდაც, ავტომობილის შენახვა საკმაოდ ძვირი ჯდება.
მოდით დავფიქრდეთ, რატომ არის მანქანის შენახვა ასეთი ძვირი? სინამდვილეში, ჩვენ მიერ გაწეული ხარჯები ხშირად პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ როგორ ვეპყრობით საკუთარ მანქანას. თუ ცუდ გზებზე სიარულს არ მოვერიდებით, ნაწილებს დროულად არ შევცვლით ან მანქანაში ცუდი ხარისხის საწვავს ჩავასხამთ, ხარჯები უფრო გაიზრდება.
მიზეზი, რის გამოც ავტომობილი “ავადდება”, სწორედ ისაა, რომ თანხის დაზოგვა ან ხარჯის გადავადება გვსურს, თუმცა თუ სწორ პარტნიორსა და სერვისს ავირჩევთ, არსებობს გზები, რომლებიც ხარჯების შემცირებაში დაგვეხმარება. ასეთი პარტნიორი ალდაგია.
როდესაც ავტომობილთან დაკავშირებულ არასასურველ ხარჯებზე ვფიქრობთ, პირველ რიგში რა გვახსენდება? — რა თქმა უნდა, ავტომობილის ფიზიკური დაზიანების დროს მიღებული ზარალი. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ავტომობილის დაზღვევით.
სადაზღვევო პოლისი გვაძლევს გარანტიებს, რომ სხვადასხვა შემთხვევებში ჩვენი რისკები იქნება დაზღვეული და მეგობარი კომპანია ზარალს აგვინაზღაურებს. ამ მხრივ, ალდაგს მომხმარებელზე ყველაზე მეტად მორგებული სერვისი აქვს, რომელიც ფაქტობრივად ყველა შესაძლო შემთხვევაში მოქმედებს და მძღოლებს არასასურველ ხარჯებს არიდებს თავიდან. ესენია: ავტოსაგზაო შემთხვევები, ხანძარი ან აფეთქება, ქურდობა, ძარცვა და ყაჩაღობა, ვანდალიზმი, სტიქიური მოვლენები, სეტყვა და მიწისძვრა, საგნების ვარდნა და სხვა.
თუმცა ეს არ არის ერთადერთი სარგებელი, რომელსაც ავტომობილის დაზღვევა მოგვიტანს.
2) ტექ. დათვალიერების ვაუჩერი
ავტომობილის შენახვის ხარჯებში გასათვალისწინებელია ტექდათვალიერების თანხაც. პერიოდულად ხომ ყველას გვიწევს ტექ. დათვალიერების გავლა და შესაბამისი სერტიფიკატის აღება, რათა უსაფრთხოდ ვიმგზავროთ.
თუკი შევიძენთ, გრინვეის უფასო ტექდათვალიერების ვაუჩერი გვერგება.
3) ვაუჩერი საწვავზე
რასაკვირველია, მანქანის მფლობელებს კარგად მოგვეხსენება, რომ ყველაზე საგრძნობი ხარჯი საწვავში გადახდილი თანხებია, რომელსაც ვერსად გავექცევით, სანამ ყველა მოქმედ ავტომობილს ელექტრომობილი არ ჩაანაცვლებს, ხოლო სანამ სამყარო ამ დღემდე მივა, რა უნდა ვქნათ?
ალდაგში თუ დავაზღვევთ ავტომობილებს, სოკარისა და ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე 15 და 12-თეთრიან მომენტალურ ფასდაკლებას მივიღებთ საწვავზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურობაში ჩვენი დანახარჯი მნიშვნელოვნად შემცირდება და არც ავტომობილის შენახვაში გადახდილი თანხები მოგვეჩვენება კატასტროფულად.
4) ვაუჩერი ავტომობილის რეცხვის სერვისზე
მანქანის მფლობელთა „უხილავ“ ხარჯებს შორისაა რეცხვის ხარჯი. დაფიქრდით, თვის განმავლობაში რამდენჯერ მიგყავთ ავტომობილი გასარეცხად? თუ საკმაოდ ხშირად, მაშინ ალდაგის ავტო დაზღვევის შეძენის შემდეგ, ხარჯები 50%-ით შეგიმცირდებათ. ხოლო თუ იშვიათად დაგყავთ, ახლა მიზეზი გექნებათ, რომ საჭირო დროს გაასუფთავოთ ის, რადგან ხარჯი ფაქტობრივად განახევრებული იქნება.
5) ფასდაკლებები პროდუქციებსა და სერვისებზე
ტექ.დათვალიერება რომ წარმატებით გავიაროთ, აუცილებელია ჩვენი ავტომობილი წინასწარ მოვამზადოთ ამ გამოცდისთვის. ზოგიერთ ჩვენგანს საბურავების შეცვლა გვჭირდება, ზოგიერთებს ხუნდებისა და სავალი ნაწილის, ზოგიერთებმა კი გამონაბოლქვის მაჩვენებელი უნდა გამოვასწოროთ. ამ პროცედურებში საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება, რაც არც ერთი მძღოლისთვის არ არის სიახლე.
ალდაგის ავტო დაზღვევის მფლობელებს ამბოლისა და ვიანორის ქსელებში 15-20%-იანი ფასდაკლება აქვთ სრულ პროდუქციასა და მომსახურებაზე, რაც ავტომობილის შეკეთების პროცესში დიდი დანაზოგის გაკეთების საშუალებას იძლევა. წარმოიდგინეთ, თუკი ავტომობილის ერთი ნაწილის შეცვლა 100 ლარი ღირს, ხოლო მეორე ნაწილის – 200 ლარი, ორივე ნაწილის შეცვლისას 60 ლარამდე თანხის დაზოგვაა შესაძლებელი.
***
ერთი სიტყვით, ალდაგის ავტო დაზღვევის მნიშვნელოვნად შეგიმცირებთ ავტომობილის შენახვის ხარჯებს, ვისარგებლოთ ამ შესაძლებლობით და ვიაროთ სულ მწვანეზე!