2021 წელი დასასრულს უახლოვდება და მნიშვნელოვანია ეს მძიმე და გამოწვევებით დატვირთული წელი სწორი განწყობით გავაცილოთ.
ვინ გვეტყვის როგორი იქნება მთელი თვე, თუ არა ვარსკვლავები?
მაშ ასე, აი ასეთ დეკემბერს გვპირდებიან პლანეტები:
ვერძების თვე შესაძლოა ქაოტურად დაიწყოს, ბევრი საქმის ერთდროულად გაკეთებაც კი მოგიწევთ, თუმცა არ დაიბნეთ, თავდაჯერებულობით მიჰყევით ყველაფერს და თქვენი კომპეტენტურობა არ გიღალატებთ!
სურვილების ასრულებისთვის დეკემბერი იდეალური თვეა, თუმცა ეცადეთ, ყველა დაწყებული საქმე ამ თვეშივე დატოვოთ, რათა ახალი ფურცლიდან დაიწყოთ 2022 წელი.
კუროებისთვის კი წარმატების და იღბალის თვე იწყება როგორც სიყვარულში, ისე საქმიან და სხვა ურთიერთობებში. ყველა გარემოება გაქვთ იმისთვის, რომ გამოწვევებს იოლად გაუმკლავდეთ.
ეცადეთ ნეგატიურ ემოციებს და სევდას ყურადღება არ მიაქციოთ – ეს თქვენი უდარდელობის თვეა!
ტყუპების ნიშანთათვის თვის მთავარი გამოწვევა ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაა.
თვის განმავლობაში შესაძლოა მცირედი ფინანსური სირთულე ან სამსახურში გაურკვევლობები იყოს, თუმცა თუ ამ დაძაბულობას სიმშვიდით დახვდებით – ყველა პრობლემას მარტივად მოაგვარებთ!
არ დაივიწყოთ, რომ თქვენს წინდახედულობაზე მთვარე იზრუნებს, დეკემბერში განსაკუთრებით გაგიმძაფრდებათ ინტუიციის შეგრძნებაც, ამიტომ ყველაფერი თქვენს ხელთაა!
ვარსკვლავების მთავარი რჩევა კირჩხიბებისთვის არის ის, რომ შეწყვიტოთ ყველაფერში ეჭვის შეტანა და დატკბეთ იმით, რაც გაქვთ.
დეკემბრის დასაწყისი საკმაოდ ბევრი სიურპრიზითაა სავსე: ახალი ურთიერთობები, საჩუქრები, რომანტიკული ნაცნობობა… ამ ყველაფერში თქვენი შარმი და თავდაჯერებულობაც დაგეხმარებათ.
ეცადეთ, მნიშვნელოვანი საქმიანი გარიგებები თვის მეორე ნახევრისთვის გადადოთ.
ამ თვეში თქვენი მფარველი პლანეტა სატურნია და მის ძლიერ გავლენას აუცილებლად იგრძნობთ – ინტუიციის გამძაფრების სახით.
როგორც ცეცხლის სტიქიამ, საკმაოდ მძიმე ნოემბერი გამოიარეთ, თუმცა ამჯერად თქვენს სიმშვიდეზე მზე იზრუნებს და ეს თვე საკმაოდ წარმატებული იქნება რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მორიდებულობა გამბედაობით ჩაანაცვლეთ და წარმატებასაც მარტივად მიაღწევთ!
სირთულეები მოსალოდნელია საქმიან ურთიერთობებში, თუმცა თუ შეძლებთ გამოწვევების სიმშვიდით დახვედრას – ყველა პრობლემას და დაძაბულობას აიცილებთ თავიდან.
ქალწულების მთავარი მფარველი პლანეტა ვენერაა. სწორედ ის დაგეხმარებათ უსიამოვნებების თავიდან აცილებაში.
თვის პირველი ნაწილი შედარებით დაძაბული იქნება, მოსალოდნელია ფარული კონფლიქტებიც, თუმცა თვის მეორე ნახევარში სიმშვიდის პერიოდი იწყება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. იღბალი თქვენკენ იქნება და ყველა წამოწყებას წარმატებით განახორციელებთ.
განსაკუთრებული წარმატება გელით საშინაო ინივიატივებში, როგორიცაა: რემონტი, ავეჯის განახლება… ამ ყველაფერში კი თქვენი შრომისმოყვარეობაც შეგიწყობთ ხელს.
დეკემბრის თვე სასწორებისთვის ემოციურად სტაბილურია. სიმშვიდე თქვენი ნიშნის წამყვანი ემოციაა.
თვის დასაწყისი წარმატებულია სერიოზული ურთიერთობების დაწყებისთვის.
თვის ბოლოს კი სამუშაოს კუთხით ახალ იდეებსაც ელოდეთ, სწორედ ისინი დაგეხმარებიან ცხოვრების დინამიკურად წარმართვაში.
ეცადეთ ყურადღება საქმიდან გარშემომყოფებს და თქვენთვის საყვარელ ადამიანებს და მათ ჯანმრთელობას დაუთმოთ.
ვარსკვლავების პირველი რჩევაა, გაუფრთხილდეთ თქვენს ნერვულ სისტემას, მეტი სიმტკიცე გმართებთ.
თქვენს სიმშვიდეზე პლანეტა სატურნის ძლიერი დაცვაც იმოქმედებს. ამიტომ, ყველაფერი სტაბილურად ჩაივლის.
მშვილდოსნებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება და გამოწვევების ფონზე მნიშნელოვანია თქვენს ემოციურ კეთილდღეობაზე იზრუნოთ.
იდეალური პერიოდია იმიჯის შესაცვლელად.
თვის პირველ – ცოტა დაძაბულ პერიოდს დეკემბრის მეორე ნახევარი გაანეიტრალებს და მეტ გამბედაობასა და თავდაჯერებულობას შეგძენთ.
თხის რქებისთვის დეკემბრის თვე ძალიან ბევრი ემოციით იქნება დატვირთული და თუ თვის პირველ ნახევარში სირთულეებს გადაეყრებით, თვის მეორე ნახევარი განსაკუთრებით დადებით ემოციებს მოგიტანთ.
ეცადეთ შეანელოთ სამუშაო ტემპი და მეტი დრო დაუთმოთ თქვენს სურვილებს და პრიორიტეტებს.
და შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან თქვენს დაცვაზე პლანეტება ვენერა ზრუნავს, რომელიც თავიდან აგაცილებთ უსიამოვნებებს.
ამ თვეში თქვენი მთავარია არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, მიყევით დინჯად დინებას და ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. გახსოვდეთ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობაა და ნუ მისცემთ პატარა დეტალებს საშუალებას გაგიფუჭოთ შემართება.
დეკემბრის თვეში პირად ცხოვრებაში საკუთარ შეცდომებზე მუშაობა მოგიწევთ, დაუთმეთ დრო ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს.
ეცადეთ თვის მეორე ნახევარი დასვენებას და შემოქმედებას დაუთმოთ ასე მეტად გაძლიერდება თქვენი მიზიდულობა და შარმი.
თევზების ნიშნებს სატურნი გიცავთ, ამიტომ თქვენ მიერ დასახული ყველა მიზანი მარტივად მიღწევადი იქნება. თევზებს თვის მეორე ნახევარში სიყვარულთან შეხვედრასაც პირდებიან ვარსკვლავები.
მოერიდეთ კონფლიქტებს და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ ემოციებს, გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებს,დეკემბერი თქვენი უდარდელობის თვეა!