როგორ დავაზღვიოთ სახლი სრულად ონლაინ

1 წუთის საკითხავი

წარმოიდგინე სახლიდან გადიხარ, გინდა გაერთო მეგობრებთან ერთად, მაგრამ მთელი საღამო ამაზე გეფიქრება: ქურა ნამდვილად გამოვრთე? ყველა ფანჯარა დავხურე? ონკანი ხომ არ დამრჩა ღია, სახლიდან რომ გამოვედი, წყალი არ იყო. მოკლედ, სახლთან დაკავშირებულ ფიქრებს რა დალევს, მაგრამ სანერვიულო არაფერია, ალდაგში დააზღვიე და მზად ხარ ბანალური სიტუაციებისთვის

ჩვენ გასწავლით, თუ როგორ დააზღვევ სახლს – სახლიდან გაუსვლელად

პირველ რიგში, შედიხარ ლინკზე და პასუხობ რამდენიმე კითხვას:

რას აზღვევ: კერძო სახლს თუ ბინას?

რა არის შენი სახლის ფასი?

აქ უნდა ჩაწერო სახლის საბაზრო ღირებულება, რემონტის ავეჯის და ტექნიკის ჩათვლით, რამე არ გამოგრჩეს კარგად დაითვალე…

რა პერიოდშია სახლი აშენებული?

მიუთითე როდის აშენდა შენი ციხესიმაგრე

ინფორმაცია სახლის შესახებ

არ იფიქრო, რომ პირად სივრცეში ვიჭრებით, უბრალოდ შესაფასებლად აუცილებელია ვიცოდეთ

ესეც ბლიც კითხვები იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა შემოგთავაზოთ:

ახლა უნდა გადაყვიტო სრული დაზღვევა გინდა თუ ნაწილობრივი.  


ბოდიში დილემისთვის

აირჩიე რამდენიც გინდა

თუ სამეზობლოს საპატიო წევრი ხარ, მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობაც უნდა დააზღვიო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენგან ჩასული წყლით დაზიანებულ სახლს და გაბრაზებულ მეზობელს ჩვენ მივხედავთ.

რაც მთავარია, შენ ირჩევ გადახდის გრაფიკს, იხდი პირველად თანახას და მზად ხარ სიმყუდროვისთგვის.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.