თუ ამ ბლოგს მოგზაურობას მონატრებული კითხულობ, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს! – ტურისტული მიმოსვლა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია.
და თუ უკვე ორგზის აცრილი ხარ, მაშინ შეგიძლია ამ წლებში მოკლებული მოგზაურობა ერთიანად აინაზღაურო და სასურველი მარშრუტის შერჩევას შეუდგე.
წასვლამდე რამდენიმე გამოსადეგ რჩევას მოგცემთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეს:
საჭირო დოკუმენტები

ალბათ იცი, რომ ყველა ქვეყანას თავისი რეგულაციები და მოთხოვნები აქვს. ზოგჯერ, ქვეყანაში შესვლისას სავალდებულო კარანტინს ან განსხვავებულ დოკუმენტს ითხოვენ.
- რაიმე გაურკვევლობა რომ არ მოხდეს, შეგიძლია ეწვიო – ვებ გვერდს, ჩამონათვალში მოძებნო სასურველი ქვეყანა და გაეცნო იმ დოკუმენტებსა და წესებს, რომელიც ქვეყანას აქვს დაწესებული.
*ყურადღება მიაქციე ინფორმაციის განახლების თარიღს
- თუ ქვეყანა კოვიდ პასპორტს ითხოვს – ამ დოკუმენტის აღებას იუსტიციის სახლში, ჩაწერის გარეშე შეძლებ.
*თუმცა, გაითვალისწინე, რომ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას და მოწოდებას ერთი კვირა და შეიძლება მეტიც დასჭირდეს. ამიტომ აუცილებლად დაიჭირე თადარიგი
სამოგზაურო დაზღვევა
ყველაზე მარტივი და უპრობლემო დოკუმენტი, რომლის აღებაც სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია საიტზე: https://travel.aldagi.ge/

მოგზაურობაზე უკეთესი მხოლოდ უსაფრთხოდ მოგზაურობაა
დაა გამოსადეგი აპლიკაციები

უცხო ქვეყანაში სანავიგაციო აპლიკაციაც გამოგადგება და აქ არჩევანი საკმაოდ ფართოა:
google maps – ალბათ წარდგენაც არ ჭირდება
Relive – სოც მედია ხეტიალის მოყვარულთათვის. აქ შეგიძლია დაგეგმო ველო თუ საფეხმავლო მარშრუტი, გააზიარო საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა, ჩართო მეგობრები და ერთად გახდეთ საერთო თავგადასავლის მონაწილეები.
BOTIM – საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც უფასო ზარების განხორციელებაში დაგეხმარება.
აქვე უხსენებელსაც შეგახსენებ – პირბადე მოიმარაგე , პირზე კოცნა კი დაივიწყე.
ახლა კი უკვე ნამდვილად მზად ხარ მოგზაურობისთვის!
და გზაც დაგვილოცნია
