მოგზაურობა COVID-19-ის დროს: ის, რაც ყველა მოგზაურმა უნდა იცოდეს

1 წუთის საკითხავი

2020 მოგზაურობისთვის არც ისე უსაფრთხო წელია, თუმცა თუ უცხო ქვეყანაში შესვლა გარდაუვალია, გადაავლეთ თვალი სამოგზაურო რჩევებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ აეროპორტში შესვლიდან – უცხო ქვეყანაში ჩასვლამდე.

მაშ ასე, მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავში ჰაერის ცირკულაციისას ვირუსი არ  ვრცელდება, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო იმისათვის, რომ ვირუსს თავი ავარიდოთ.  

ფიზიკური კონტაქტი

მოერიდეთ მოაჯირების, სახელურების და ისეთი ზედაპირების შეხებას, რომელსაც ხალხი ხშირად ეხება.  

ხალხთან სიახლოვე

არ არის გამორიცხული, აეროპორტში ისეთ ადამიანს გადაეყაროთ, რომელიც თქვენი განათლებით ან ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდება. გახსოვდეთ, რომ ახალი კონტაქტების დრო ახლა არ არის. 

ჰიგიენა

ისევ და ისევ –  ხშირად დაიბანეთ ხელები. უსაფრთხოების ახალი წესების მიხედვით, თვითმფრინავის ტერიტორიაზე დასაშვები გახდა სადეზინფექციო საშუალების წაღება 350მლ-მდე. ასე რომ, აქტიურად გამოიყენეთ ის.

კვება თვითმფრინავში

უსაფრთხოების მიზნით, ბევრმა ავიაკომპანიამ ფრენის დროს კვება გააუქმა. უნდა ვაღიაროთ, რომ თვითმფრინავში კვებისთვის არც ისე სწორი დროა. 

საცობი თვითმფრინავიდან ჩასვლისას

თვითმფრინავის დაშვება და მგზავრების ფეხზე წარმოხტომა ერთია ხოლმე. მოდით, წელს საცობის და პატარა აქციის მოწყობის გარეშე ჩავიდეთ თვითმფრინავიდან. 

აეროპორტის მაღაზიები

თუ საქართველოში დაბრუნებისას მიხვდებით, რომ ნათელა დეიდასთვის საჩუქრის ყიდვა დაგავიწყდათ, ეცადეთ, რომ აეროპორტის ხალხმრავალ Duty free მაღაზიას თავი აარიდოთ. 

დოკუმენტები

დაბოლოს, მოაწესრიგეთ საზღვარზე წარსადგენი ყველა დოკუმენტი. გაითვალისწინეთ, რომ ქვეყნების ნაწილი საზღვარზე შესვლისას კოვიდპასპორტს ითხოვს. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ინფიცირებული არ ხართ და თქვენი შესვლა საზღვარზე უსაფრთხოა. 

კოვიდპასპორტი შეგიძლიათ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევის ფარგლებში ფასდაკლებით მიიღოთ. 

კეთილ და უსაფრთხო მოგზაურობას გისურვებთ!