როგორ სახლში გესიამოვნებოდა დაბინავება?

2 წუთის საკითხავი

სახლისა თუ კორპუსის აშენება საკმაოდ რთული პროექტია და პროცესში უამრავი საკითხის გათვალისწინებას საჭიროებს. თანამედროვე მობინადრე მშენებლისგან უკვე ბევრს მოითხოვს. ერთ-ერთი პირობა, რომელსაც კორპუსი ან/და სახლი უნდა აკმაყოფილებდეს, სწორედ მობინადრის სურვილების გათვალისწინებააა. ჩვენ გაგიზიარებთ იმ საკითხების ჩამონათვალს, რაც მხედველობაში უნდა იქონიოთ, თუკი კერძო სახლის ან კორპუსის აშენებას ფიქრობთ.  

ლოკაცია 

გასაკვირი არ არის, რომ სახლის შერჩევისას, მყიდველი ყურადღებას, პირველ რიგში, შენობის ადგილმდებარეობას აქცევს. 

მზიანი ადგილი, ხედი და უბანი ის დამატებითი ფაქტორებია, რაც მყიდველისთვის მეტად ღირებულს ხდის შენობას. 

ბოლო პერიოდში აქტუალურია ისეთი ლოკაციები, სადაც, ქალაქის ცენტრისთვის სახასიათო ქუჩის ხმაური და მანქანებით დაბინძურებული ჰაერი არ აღწევს. 

უსაფრთხოება 

სახლში უსაფრთხოების განცდა ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც მონაწილეობას მხოლოდ გამართული ელექტრო თუ სხვა საკომუნიკაციო სისტემის გარდა, სხვა დამატებითი მომსახურებაც იღებს. ეს შეიძლება იყოს: დაცვის ჯგუფი, კონსიერჟი ან კორპუსის მენეჯერი, რომელიც სამეზობლოს უსაფრთხოებაზე და სამუშაოების ორგანიზებაზე არიან პასუხისმგებელნი.

განლაგება

საქართველოს მასშტაბით არაერთი გიგანტური ბეტონის ნაგებობა გვინახავს, რაც არქიტექტურულად და მითუმეტეს – საცხოვრებლად საკმაოდ დამთრგუნველი შეიძლება იყოს. 

დღეს მეტი ყურადღება ექცევა შენობებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად აბალანსებს ბეტონსა და გამწვანებას. 

მყიდველი ყოველთვის მეტ მნიშვნელობას მიანიჭებს ისეთ შენობას, სადაც ნაკლები საცხოვრებელი ფართი და მეტი სიმწვანეა. 

საბავშვო ზონ

საბავშვო ზონა ნამდვილად ყველა მშობლის ოცნებაა! 

სახლის ტერიტორიაზე არსებული შემოღობილი სივრცე, სადაც ბავშვებს უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით შეეძლებათ თამაში 

თუ კორპუსის აშენებისას საბავშვო ზონას გაითვალისწინებთ – ყველა მშობლის გულს მოიგებთ თქვენი შენობით.

შენობის სტილი 

ყველაზე საინტერესოა, როდესაც შენობა რამდენიმე სტილს აერთიანებს. წლების წინ, თითქმის ყველა შენობა მინიმალისტური – ბეტონით ნაშენი იყო, ახლა მეტი ყურადღება ექცევა ვიზუალს და შენობებში ჩნდება აგურის, ხის, მეტალის თუ სხვა მასალის დეტალები.

ხოლო ლოფტის სტილში გადაწყვეტილი საცხოვრებელი ბინა კვალავ აქტუალურია.  

სახლის შერჩევისას ასევე ყურადღება ექცევა, რომ ბინა იყოს გამჭოლი – იძლეოდეს ჰაერის ცერკულაციის, განიავების საშუალებას. 

პარკინგი 

მანქანით მოძრაობა და საპარკინგე ადგილის პოვნა დღესდღეობით მძღოლის მთავარი გამოწვევაა, ამიტომ შენობა საპარკინგე სივრცის გარეშე წარმოუდგენელიც კია. 

დაბოლოს:

ფინანსები

ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ფინანსების გარეშე არარეალისტურია. თუ ჩანაფიქრის რეალურად განხორციელება გადაწყვიტე, ალდაგის ახალი პროდუქტი, კერძო მშენებლობის დაზღვევა (იგივე თანამშენებლობა) შენთვისაა. ალდაგის დახმარებით შეგიძლია, შენს პარტნიორთან ერთად აიღო სესხი დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე და დაიწყოთ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება. თან ისე, რომ ალდაგი ერთგვარი გარანტორი იქნება იმისა, რომ თქვენი პროექტი წარმატებით განხორციელდება. ამისათვის, პირველ ეტაპზე ამხანაგობის შექმნა გჭირდებათ, რადგან პროდუქტი “ამხანაგობებისთვისაა” შექმნილი. 

თუ დაინტერესდი, შეგიძლია დაგვიტოვო ნომერი – ვებგვერდზე და მიიღო დეტალური ინფორმაცია სადაზღვევო მენეჯერისგან. 

წარმატებებს გისურვებთ!