მოგზაურობის დაგეგმვისას უსიამოვნო მოულოდნელობებზე ბევრი რომ არ იფიქრო, გასწავლით, როგორ შეიძინო სამოგზაურო დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად მობილბანკით და მზად იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასაცილებლად.
- გახსენი საქართველოს ბანკის მობილბანკი;

- დამატებით ფუნქციებში აირჩიე დაზღვევის ველი;

- მონიშნე სამოგზაურო დაზღვევა;

- დაიწყე პოლისის შევსება;

- მიუთითე გსურს თუ არა დამატებითი რისკების დაზღვევა, რომელიც ბარგის დაკარგვის და რეისის გადადების ხარჯებისგან დაგიცავს;

- აირჩიე ალდაგის პოლისი;

- გადაამოწმე პოლისის შესახებ ინფორმაცია, პირადი მონაცემები, გაეცანი წესებსა და პირობებს და მზად ხარ მოგზაურობისთვის;

პოლისს შენ მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, ონლაინ მიიღებ და რაც მთავარია, შენი მოგზაურობა, ჯანმრთელობის გაუთვალისწინებელი რისკებისგან იქნება დაცული.
დეტალებისთვის ან შესაძენად ეწვიეთ ლინკს
Leave a Reply