როგორც იქნა დადგა ყველასთვის ნანატრი ზაფხული, რომელიც მოგზაურობასთან, თავგადასავლებთან, შთაბეჭდილებებსა და სიახლეებთან ასოცირდება.
თუ ევროპაში მოგზაურობის მარშუტი უკვე დაგეგმე, წასვლამდე, რამდენიმე საჭირო აპლიკაციას გაგიზიარებთ, რომელიც დასვენებას კიდევ უფრო გაგიმარტივებს,
მაშ ასე, მზად ხარ?
1.
Omio, ევროპაში მოგზარობისას, ტრანსპორტირებას გაგიადვილებს. ოპტიმალური და მისაღები ტრანსპორტის (მატარებელი, თვითმფრინავი, ავტობუსი) ბილეთები პირდაპირ აპლიკაციის საშუალებით შეგიძლია დაჯავშნო და შემდეგ ბეჭდურად ან ციფრულად წარადგინო ადგილზე. Omio-ს დახმარებით მოგზაურობა უფრო მარტივი და მოსახერხებელია.
2.
Rome2rio აპლიკაციაა, რომელიც თქვენთვის მისაღები მარშრუტის შერჩევის და დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ. აპლიკაციაში, არა მხოლოდ მარშუტები, არამედ მგზავრობის სავარაუდო დრო, ხარჯები და გადაადგილების წერტილებია მოცემული, რაც თქვენთვის მორგებული და ხელსაყრელი მარშუტის შერჩევის საშუალებას მოგცემთ.
3.
TripLingo მულტიფუნქციური აპლიკაციაა, რომელიც ძირითადად თარჯიმნის ფუნქციას ასრულებს. აპის გამოყენებით, უცხო ქვეყანაში, სასურველი ინფორმაციის გასაგებ ენაზე მიიღებაა შესაძლებელი.
Triplingo ფრაზების წიგნს, ენის აუდიო გაკვეთილებს, სპეციფიკური ეტიკეტის, უსაფრთხოებისა და კულტურის რჩევებს აერთიანებს, რაც ტურისტებს ეხმარება უცნობ ადგილებში თავი კომფორტულად იგრძნონ.
აპლიკაციაში ჩაშენებულია ვალუტის კონვერტაციის ფუნქცია კონკრეტული ქვეყნებისთვის.
4.
The fork არის აპლიკაცია, რომელიც ევროპის 9 ქვეყანის (საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, შვედეთი, დანია) საკვებ ობიექტებს აერთიანებს;
ფილტრის გამოყენებით, მომხმარებლებს, საკვები ობიექტები ბიუჯეტის, დიეტური საკვების, ან/და უბნებისა და საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეუძლიათ მოძებნონ და დაჯავშნონ.
The fork-ის აპლიკაციით რესტორნის დაჯავშნით, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებთ.
5.
Uber მოგზაურებისთვის ყველაზე საჭირო და გამოსაყენებელი აპლიკაციაა, რომელიც “მომსახურების” სერვისს გთავაზობთ. Uber-ით 72 ქვეყნის 10,500-მდე ქალაქში შეიძლება სარგებლობა. მისი სერვისები მგზავრობას (ტაქსის მომსახურება), საკვებისა (Uber Eats) და ამანათების მიწოდებას (Uber delivery), ტვირთის ტრანსპორტირებას, ელექტრო ველოსიპედისა და სკუტერის დაქირავებას აერთიანებს.
Uber-ი მოგზაურებისთვის ძირითადად ტაქსით გადაადგილების საუკეთესო საშუალებაა. იგი სხვადასხვა ტიპის მგზავრობის ვარიანტს სთავაზობს მომხმარებლებს: UberX ყველაზე პოპულარული და სტანდარტული სერვისია, თუმცა კომპანია ასევე გთავაზობთ სხვა ვარიანტებსაც, UberXL – ადამიანთა ჯგუფის გადასაადგილებლად, Uber Comfort – ახალ მანქანებს სთავაზობს მომხმარებლებს, რომელშიც უფრო მეტი სივრცეა კომფორტულად განსათავსებლად; Uber Black – პრემიუმ მომსახურება, რომელიც მაღალი კლასის მანქანების მომსახურებას, მაღალრეიტინგიანი მძღოლებით, გთავაზობთ.
Leave a Reply