ალდაგის პირველი მასტერშეფის – გიორგი ადეიშვილის სტეიკი
ინგრედიენტები :
ღორის კისერი 1 კგ
ტკბილი კარტოფილი 500 გრ
ქართული მწვანე ტყემალი 500 გრ
ნიორი – 5/6 კბილი
მწვანე ვაშლი- 500გრ
ომბალო – 200 გრ
ცერეცო -200 გრ
კამა- 200 გრ
ქინძი – 200 გრ
ლაიმი 1
კარაქი 500 გრ
მომზადების წესი:
ტკბილი კარტოფილს ვჭრით კუბებად და ვაზავებთ მარილთან და შავ წიწაკასთან ერთად, ზეითუნის ზეთში, უკვე შეზავებულ მასას ვათავსებთ ღუმელში და ვაცხობთ 20-25 წუთის განმავლობაში, 200 გრადუსზე. სანამ ჩვენი კარტოფილი მზადდება, 400გრ კარაქი საშუალო ცეცხლზე გავადნოთ და ვურიოთ მანამ, სანამ კარაქი არ მიიღებს ყავისფერს, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვეწვას, ამასობაში, უკვე გამომცხვარი კარტოფილი დავაბლენდეროთ და დაბლენდერების პროცესში დავუმატოთ ჩვენ მიერ მომზადებული ყავისფერი კარაქი, რათა მივიღოთ ემულსია.
ტყემალი: ტყემალს ვხარშავთ, შემდეგ გადავწურავთ, ნახარშს ვიტოვებთ ტყემლის სისქის დასაბალანსებად. მოხარშულ ტყმალს ვაბლენდერებთ და თან პარალელურად ვუმატებთ შემდეგ ინგრედიენტებს: ქინძი , ომბალო , ცერეცო, კამა და ნიორი, საბოლოოდ, კი ვუმატებთ მწვანე ვაშლის წვენს.
სტეიკი: ღორის კისერი შევწვათ გაცხელებულ ტაფაზე. თითო გვერდი უნდა შეიწვას 6-6 წუთის განმავლობაში, ერთი გვერდი რომ შეიწვება და ამოვატრიალებთ, ტაფაზე დავუმატოთ ნიორი, კარაქი და როზმარინი, 6 წუთის შემდეგ კი, ხორცი გადაგვაქვს ღუმელში, სადაც 5 წუთის განმავლობაში გამოვაცხობთ და დავიწყებთ სევირებას!
მეკო აბრამიას მეგრული ხარჩო
ინგრედიენტები:
ხარჩო
ხბოს ხორცი 500 გრ.
ხახვი 50 გრ.
ნიორი 10 გრ.
პომიდორი 50 გრ.
გატარებული ნიგოზი 100 გრ.
მჭადის ფქვილი 40 გრ.
სუნელები:
დაღერღილი წიწაკა
უცხო სუნელი
ყვითელი ყვავილი
ხმელი ქინძი
მარილი
კარაქი
ღომი
ღერღილი 300გრ
მჭადის ფქვილი 100გრ.
გამზადებულ ღომს თავზე მოხეხილი შებოლილი სულგუნი 200გრ
აჯიკა
გატარებული ნიგოზი 100 გრ.
ქინძი 100გრ
ოხრახუში 100გრ
მწვანე წიწაკა 100გრ
კამა 30გრ
ხმელი ქინძი 5გრ.
უცხო სუნელი 5გრ.
ლიმონის წვენი 50 გრ.
მზესუმზირის ზეთი 20გრ
ნადუღი 150-200გრ
პიტნა 1 პატარა კონა
მომზადების წესი:
ხარჩო
500 გრ. ხბოს ხორცი დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად, დავასხათ ცივი წყალი და წამოვადუღოთ, ქაფს რომ გაიკეთებს, მოვქაფოთ და გადავწუროთ (ეს ბულიონი მაინც შევინახოთ), ხორცს დავასხათ ცხელი წყალი ისე, რომ ნახევრად დაიფაროს და დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ან დაბლენდერებული ხახვი (1 პატარა თავი) და ნიორი (2 პატარა კბილი), ამის შემდეგ დავუმატოთ 50 გრ. კარაქი (ხორცი თუ ნაკლებცხიმიანია) და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა, ნახევრად მოხარშულ ხორცს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ან დაბლენდერებული პომიდორი (1 პატარა, კანგაცლილი), სრულად მოხარშვამდე რამდენიმე წუთით ადრე, კი დავასხათ ცხელ წყალში გახსნილი: 100 გრ. ნიგოზი, 1 ჩ/კ მჭადის ფქვილი, 1 ჩ/კ უცხო სუნელი, ნახ. ჩ/კ ყვითელი ყვავილი, ნახ. ჩ/კ ხმელი ქინძი, მარილი და დაღერღილი წიწაკა გემოვნებით.
ღომი
ღომის მოსამზადებლად, 300 გრ გარეცხილ ღერღილს დავასხათ ცხელი წყალი (მალე რომ მომზადდეს) ისე, რომ ღერღილი კარგად დაიფაროს, დავუმატოთ სულ ცოტა მარილი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. მოხარშული ღერღილს შევაზილოთ მჭადის ფქვილი ნელ-ნელა და მოვთუშოთ მანამ, სანამ ფქვილს გემო და სუნი არ გაუვა, მოსარევი ჯოხი ჩავდოთ ღომის შუაში და თუ გაჩერდება, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დამაკმაყოფილებელი სისქის მასაა.
გამზადებულ ღომს თავზე მოხეხილი შებოლილი სულგუნი 200გრ
აჯიკა
ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ ნიგოზი (100გრ.), ქინძი(100გრ.), ოხრახუში(100გრ.), მწვანე წიწაკა(100გრ.) და კამა(30გრ.) კარგად გატარების/დაბლენდერების შემდეგ, დავამატოთ 1 ჩ/კ ხმელი ქინძი და 1 ჩ/კ უცხო სუნელი, დავამატოთ ასევე ნახევარი ლიმონის წვენი (50გრ.), მზესუმზირის ზეთი (20 გრ.) და მარილი გემოვნებით, მაგრამ არ დავაკლოთ. ეს ყველაფერი კარგად შევაზავოთ და ჩვენი მწვანე აჯიკა მზად იქნება!
საბოლოოდ კი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი პიტნა (რაოდენობა გემოვნებით) და ნადუღი და დავიწყოთ სერვირება!
ანი მახარაშვილის ღოლოს წვნიანი
ინგრედიენტები:
ქათმის ფილე
სოიოს სოუსი
ლიმონი
როზმარინი
ზეითუნის ზეთი
მეგრული ქინძი
ნიორი
ოხრახუში
პური
ღოლო
ნიგოზი
2 კოვზი ფქვილი
ტყემალი
გარგარი
სმაროდინა
პიტნა
მომზადების წესი:
ქათმის ფილე დავამარინადოთ სოიოს სოუსშო, ლიმონთან და როზმარინთან ერთად, დავუმატოთ ცოტა ზეითუნის ზეთი, გავაჩეროთ დაახლოებით ნახევარი საათი, ფილეს შეწვამდე წავუსვათ მეგრული ქინძის, ოხრახუშისა და ნივრის მასა, რომელსაც ზეითუნის ზეთის ბაზაზე მოვამზადებთ და ამის შემდეგ ეს მასა გავწუროთ, ზეთი ცალკე შევინახთ, ნარჩენებით კი ფილე შეკმაზმოთ.
სანამ ჩვენი ფილე იწვება, გავხუხოთ პური, ღუმელში გამოვაცხოთ ნიორი, დავჭყლიტოთ და გადავუსვათ გახუხულ პურს, ამის შემდეგ გამოვაცხოთ და დავჭყლიტოთ ქერქიანი კარტოფილი და გავურიოთ ჩვენს მიერ შემონახული ქინძისა და ოხრახუშის ზეთი.
წვნიანი: წვნიანის მოსამზადებლად, პირველ რიგში, მოვხარშოთ ღოლო, დავაბლენდეროთ და ნიგოზთან და ცოტაოდენ ფქვილთან ერთად
გავხსენათ თავისივე ნახარშში, დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და ტყემალი სიმჟავისთვის.
კომპოტი: მოვხარშოთ მოცხარი და გარგარი, სიტკბოსთვის დავუმატოთ შაქარი და ასევე გამოს გასახსნელად დავუმატოთ ნახევარი ლიმონის წვენი, სურვილისამებრ, შეგვიძლია დავუმატოთ პიტნაც.
Leave a Reply