გიყვართ სამაგიდო თამაშები?

2 წუთის საკითხავი

დიდი ხანია, სახლში ვართ – ვნახეთ ფილმები, სერიალები, წავიკითხეთ წიგნები, მუსიკას მოვუსმინეთ. მოგვბეზრდა. რა ვქნათ, თუ ადამიანებთან მეტი ურთიერთობა გვინდა და სტუმრად ჯერ ვერ მივდივართ? სამაგიდო თამაშები ოჯახის წევრებთან ერთად – ასე შეიძლება სასიამოვნოდ გაერთოთ. აქ მოგიყვებით, რა თამაშები შეგიძლიათ სცადოთ.  

JENGA – ხის ფიგურების შენობა. ნაწილები ისე უნდა გადაადგილოთ , რომ შენობა არ დაგენგრეთ . Jenga -ს თამაშის ორი ვერსია არსებობს:
1) ვისაც დაენგრევა – სვამს J სასმელი თქვენი გადასაწყვეტია.
2) ზოგიერთ ფიგურას შერეულად დააწერთ დავალებას, ზოგს ცარიელს დატოვებთ. თუ რომელიმე მონაწილეს მოუწევს ისეთი ფიგურის გამოყენება, რომელსაც დავალება აწერია – მან ეს დავალება უნდა შეასრულოს.

SPOT IT – ეს თამაში დასწრებაზეა. სიმბოლოები სწრაფად უნდა აღმოაჩინო. სიმბოლოს ამოცნობისთანავე მყისვე უნდა დაიძახოთ მისი სახელი და შემდეგ აიღოთ ბარათი.  მოთამაშეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ვინაიდან თამაშს  ასაკობრივი შეზღუდვა არ აქვს, შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ითამაშოთ. ისინი  ახალ სიტყვებსაც ისწავლიან.

UNO – თუ ბანქოს მოყვარული ხართ, მაშინ Uno თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო თამაშია. მთავარი მიზანი ქულების დაგროვება და  სხვებზე სწრაფად ბანქოს დაცლაა. თამაში ხუთას ქულამდეა: მეტის დაგროვების შემთხვევაში მოთამაშე ვარდება და თამაში დანარჩენებს შორის გრძელდება. თამაშში მონაწილეობა 2-დან 10-მდე ადამიანს  შეუძლია. რაც უფრო მეტია მონაწილეთა რაოდენობა, UNO მით უფრო აზარტულია. 

მონოპოლი – სხვა თამაშებისგან განსხვავებით, მოითხოვს გააზრებას და ინტელექტუალურ ჩართულობას. თუ გაყიდვებით ხართ დაინტერესებული, არაჩვეულებრივი სავარჯიშოა. შეძლებთ, კარანტინი გამოიყენოთ რამდენიმე უნარის გაუმჯობესებისთვის – კომუნიკაცია, დარწმუნება, მოლაპარაკების წარმოება. მონოპოლის ბევრი ვერსია არსებობს და შეგიძლიათ თემატურად თქვენთვის საინტერესო ვერსია მოირგოთ.

მაფიოზობანა / მაქციობანა – პატიოსანი მოქალაქეები ცდილობენ, ამოიცნონ ვინ არის მაფიოზი. მაფიოზები კი, თავის მხრივ, ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ პატიოსანი მოქალაქეები. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს ამ თამაშში, მით უფრო სახალისოა ის, თუმცა შეგიძლიათ ითამაშოთ 1 ღამის ვერსია, სადაც მაფიოზი მხოლოდ ერთია. სხვათაშორის, მაფიოზობანა შეგიძლიათ მხოლოდ ოჯახის წევრებთან კი არა, მეგობრებთან ერთადაც ითამაშოთ დისტანციურად მაგ: ზუმში, ან ფბ ლაივში. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაგჭირდებათ წამყვანი, რომელიც თამაშს კიდევ უფრო განსაკუთრებულს და აქტიურს გახდის

TICKET TO RIDE– ვისაც გეოგრაფიული აღმოჩენები უყვარს, ამ თამაშით კარგად გაერთობა. მონაწილეებს მატარებელი სხვადასხვა ქვეყნებში მიჰყავთ. თამაშში მონაწილეობა 4 ადამიანს შეუძლია.

RISK– ეს არის თამაში ტერიტორიების დაპყრობაზე, ბრძოლებზე,  მოლაპარაკებებზე  და ცოტა იღბალზეც.

და ბოლოს  არ დაივიწყოთ 90-იანი წლების ყველაზე პოპულარული თამაშები – ჩაძირობანა , ღორობანა, ნამიოკობანა, ქალაქობანა, ჩამოხრჩობანა, ვირობანა, სიტყვობანა და ყველასთვის საყვარელი ჯოკერი.