სად გავერთოთ აგვისტოს ცხელ დღეებში? – მეგობრებთან ერთად წასაკითხი ბლოგი

3 წუთის საკითხავი

ზაფხულის დადგომასთან ერთად, გასართობი ღონისძიებების არეალი იზრდება – ბევრი ადგილი (თბილისის ჩათვლით) ლამაზ-ლამაზი მუსიკოსებით გვანებივრებს. 

სეზონის გასახალისებლად, გთავაზობთ აგვისტოს ყველაზე საინტერესო და არგამოსატოვებელ ღონისძიებებს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთებას თქვენი გემოვნების შესაბამისად შეძლებთ.  

მაშ, ასე: 

5-9 აგვისტონაფეტვრები

სუხიშვილების ახალი პროექტი: არტეფაქტები 

ქართული ცეკვის მოყვარულ სამეგობროს ძალიან საინტერესო თანამედროვე ხალხური ქორეოგრაფია გელოდებათ. 

6აგვისტო – თბილისი

კავეა დრაივ ინ თბილისი: უარყოფითი რიცხვები

არაერთხელ ნანატრი კინოსეანსის ფორმა, რომელიც დღეს უკვე რეალობაა – მანქანებით, ბუნებაში – დიდი ეკრანის წინ!  

უტა ბერაიას ფილმი არასრულწლოვანთა კოლონიაზე. საინტერესო სიუჟეტით და უფრო საინტერესო საუნდტრეკებით. თუ ფილმი ჯერ არ გინახავთ – მოემზადეთ! 

6 აგვისტო – ბათუმი

ჯგუფი ,,არა’’ / ,,რეზო და ბავშვები’’

თანამედროვე პოპულარული ბენდები ქალაქ ბათუმში გიმასპინძლებენ. 

ბევრი გართობა, უამრავი პოზიტივი, ყველასათვის საყვარელი ძველი და ახალი ჰიტები.

7 აგვისტო – ბათუმი

Mzesumzira With Friends

როდესაც მზესუმზირას საღამო ანონსდება, უბრალოდ იცი, რომ უნდა წახვიდე! 

განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ყველაფერი ბათუმში ხდება. 

7 აგვისტო – თბილისი

Ciskari Garden: Vril, Zitto, Newa, Skyra

ტექნოს მოყვარულებს ეს დაუვიწყარი ღამე შეგვიძლია შემოგთავაზოთ: VRIL, Newa, Skyra, Zitto

7 აგვისტო – თბილისი

KHIDI NIGHT 中 EZO

ხიდის და ეზოს ამ ლამაზ ტანდემზე რას იტყოდი?

10 აგვისტო – წყნეთი

გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო • ConceptArt

85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი – უღრან  ტყეში. 

8 აგვისტო – ორბეთი

Horizon • ჰორიზონტი

თბილისიდან 15-20 წუთის სავალზე, ეს ლამაზი ღონისძიება იღება 

8 აგვისტო – თბილისი

Ciskari Garden III

ექსპერიმენტული და უბრალოდ გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული სამეგობრო შეგიძლიათ უკვე მოემზადოთ ამ საღამოსთვის…  

9 აგვისტო – ბათუმი

MONO Hall x KIBE

ქართული ნიჭიერი და მსმენელისთვის საყვარელი მუსიკოსები გიმასპინძლებენ აქ! 

14 აგვისტო – ბათუმი

POLOCORP

თუ შენ და შენს მეგობრებს საზაფხულო საცეკვაო-ელექტრონული მუსიკა მოგწონთ და 14 აგვისტოს ბათუმში ხართ, მაშინ ეს დღე არ უნდა გამოტოვოთ. Polo and Pan-ის წევრი – POLOCORP ყველა მოლოდინს გაგიმართლებთ.

15 აგვისტო – ბათუმი

Mzesumzira Showcase At Porto

ზემოთ ხომ შევთანხმდით, რომ მზესუმზირას საღამოებზე ზედმეტი კომენტარის გარეშე მივდივართ?

15 აგვისტო – შაორი

Rokva 2020 @Magic Mountain 

წლის ფესტივალი – შეცვლილი, არანაკლებ ჯადოსნური ლოკაციით! 

21-23 აგვისტო – ბათუმი

შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი 2020

ქართველი, ყველასთვის საყვარელი მუსიკოსები გვიმასპინძლებენ წელს ბათუმის ჯაზ ფესტივალზე.

21-24 აგვისტო – ანაკლია

LISI ISLAND

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს  ანაკლიის სანაპიროზე 21-დან 23 აგვისტოს ჩათვლით გიმასპინძლებენ.

29 აგვისტო – ლაგოდეხი

NAKRDZALI • ნაკრძალი

წარმოგიდგენია, რა იქნება ლაგოდეხის ნაკრძალის მშვენება რომ ქართველი წამყვანი არტისტების მუსიკას შეერწყმება? 

ამდენი არგამოსატოვებელი ივენთი… თან ეს მხოლოდ აგვისტოს არასრული აფიშაა!