-მთა-ბარში გადაადგილების გარეშე ზაფხული წარმოგიდგენიათ?
-ღმერთმა ნუ წარმოგვადგენინოს
თუ ასეა, გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომლებიც მთაში და ზღვაზე წასვლამდე აუცილებლად უნდა ჩააბარგოთ და თავდაჯერებულად გაუდგეთ გზას.

ლაშქრობაში წასაბარგებელი აუცილებელი ნივთები:
როდესაც გამოცდილი მოხეტიალე გახდებით, ჩალაგების პროცესი უფრო სასიამოვნო გახდება, რადგან ზუსტად გეცოდინებათ, სად რა უნდა წაიღოთ. თუ ლაშქრობა ახლახან დაიწყეთ, იხელმძღვანელეთ ჩვენი სიით:
ყველაზე მთავარი: შეარჩიეთ სპეციალური ზურგჩანთა. იშოვეთ კარავი, საძილე ტომარა, დასაწოლი მატრასი (პარალონი), საკარავე ბალიში და სალაშქრო ჯოხები.
კემპინგის დროს შეიძლება ბევრმა სიურპრიზმა იჩინოს თავი, ამიტომ წამლები აუციელებელი ატრიბუტია. გირჩევთ თან იქონიოთ: პირველადი დახმარების ნაკრები, ალერგიის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, მედიკამენტები ტრამვებისა და დამწვრობისთის. მწერების საწინააღმდეგო სპრეი ან სანთელი.
აუცილებლად დაგჭირდებათ ფარანი, რომელიც თავზე მაგრდება; ნავიგაციისთვის – რუკა ან კომპასი. კეპის და მზისგან დამცავი კრემის გარეშე მთაში წასვლას საერთოდ არ გირჩევთ- ამ ნივთების გარეშე შეიძლება ღრუბლიან ამინდშიც დაიწვათ. სასურველია გქონდეთ თერმული ბოთლი ან ჭიქა. ნუ წაიღებთ მალფუჭებად საჭმელს -გაიყოლეთ თხილი და ტკბილეული.

არ დაგავიწყდეთ პორტატული დამტენი, ყურსასმენები, დინამიკი, წიგნი და თამაში, თქვენი ინტერესების მიხედვით.
უმჯობესია თუ ლაშქრობაში წყალგაუმტარ და მალე შრობად ტანსაცმელს წაიღებთ – ასე უფრო კომფორტულია. მთაში აუცილებლად დაგჭირდებათ ცუდი ამინდის შესაფერისი სამოსი: საწვიმარი, თბილი ქურთუკი, ჟილეტი და ქუდი. წაიღეთ მხოლოდ 1 წყვილი ტანსაცმელი, რომ ჩანთა არ დაგიმძიმდეთ. გახსოვდეთ, რომ უნდა გეცვათ რელიეფის შესაფერისი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
ლაშქრობაში გამოცდილი ადამიანები რამდენიმე უნიკალურ რჩევასაც გვაძლევენ: მაგალითისთვის, დაგჭირდებათ სასტვენი – თუ დაიკარგეთ, მეგობრებს ხმას გააგონებთ.
თუ როგორ შეარჩიოთ კარვის გასაშლელად შესაფერი ადგილი რჩევებს ნახავთ აქ:
რა წავაბარგოთ ზღვაზე?
ზღვაზე უფრო კარგი პირობები დაგხვდებათ, ვიდრე მთაში, თუმცა არის ნივთები რაც აუცილებლად თან უნდა იქონიოთ. მზისგან დამცავი, მზის სათვალე, ჭილოფის ქუდი, ზღვის პირასახოცი.
მედიკამენტები და მწერების საწინააღმდეგო საშუალებები, რა თქმა უნდა, ზღვაზეც არ კარგავს აქტუალობას, რადგან მწერები არც ზღვაზე მოგასვენებენ.

სანაპიროზე ძალიან კომფორტულია საზღვაო სანდლები. ცურვა თუ არ იცით და ზღვის გეშნიათ, შეგიძლიათ გასაბერი კამერა იქონიოთ. იმ შემთხვევაში თუ წყალი ძალიან გიყვართ და ცურვაც თქვენი მოწოდებაა, თამამად შგიძლიათ შეიძინოთ წყლის სათვალე და შეცუროთ ზღვაში.
დამატებითი რეკომენდაციები
- ჩანთა გამგზავრების წინა ღამით ჩაალაგეთ. დილისთვის ნუ მოიტოვებთ საქმეს.
- კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ ჩანთაში მოთავსებული ნივთები, რადგან რაიმე არ გამოგრჩეთ.
- ლაშქრობაში თუ მიდიხართ, აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი კარავი.
- გამგზავრების წინ, კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი (სადაც აპირებთ გამგზავრებას).
- მოიძიეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ ადგილის შესახებ, სადაც მიდიხართ.
- გადაამოწმეთ თქვენი ტელეფონი დამჯდარი რომ არ იყოს
- თითოეული მოგზაურობისთვის გააკეთეთ მუსიკის ახალი “ფლეილისტი” და არ დაგავიწყდეთ ყურსასმენების წაღება.
არ დაგავიწყდეთ შვებულების დღეები აუცილებლად გემრიელად უნდა გამოიყენოთ ამისათვის კი საჭიროა ყველანაირად მომზადებული შეხვდეთ საზაფხულო თავგადასავლებს.
Leave a Reply