თუ ქალაქიდან გადიხართ: რა უნდა გაითვალისწინოთ ბინიდან გასვლამდე?

1 წუთის საკითხავი

ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქგარეთ გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია ძალების აღსადგენად. 

ასეთ დროს, გარდა იმისა, რომ უნდა გადავდოთ საჭირო ნივთები და მოვემზადოთ ქალაქიდან გასასველელად, აუცილებელია სახლის მომზადებაც, რათა დასვენებიდან ჩამოსულებს ისეთი მოულოდნელი სურპრიზი არ დაგვხვდეს, როგორიცაა – მაცივართან დამდგარი გუბე ან უსიამოვნო სუნი, რომელიც გაფუჭებულმა პროდუქტებმა გამოიწვია.  

გთავაზობთ სახლის დატოვებამდე შესამოწმებელი ნივთების მცირედ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ მშვიდად დატოვოთ სახლი და მთლიანად გადაერთოთ დასვენებაზე: 

გადაამოწმეთ ჩამრთველები

არ დაგავიწყდეთ ყველა კაბელის გამოერთება დენის წყაროდან. ტელევიზორი, კომპიუტერი, სარეცხი მანქანა და სხვა ტექნიკები შესაძლოა მარტივად დაზიანდეს, თუ მოულოდნელად მოკლე ჩართვა მოხდება. 

ამიტომ, გამოაერთეთ ისინი დენის წყაროდან, ან შეაერთეთ ისინი დამცავ დამაგრძელებელში.

გადაახარისხეთ მაცივარი

წინასწარ მოიშორეთ მალფუჭებადი საჭმელი. შეგიძლიათ მარტივად, ეზოს ცხოველებსაც უწილადოთ ისინი. ამ გზით, დასვენებული რომ დაბრუნდებით სახლში, გაფუჭებული პროდუქტის არასასიამოვნო სუნი ჰარმონიას არ დაგირღვევთ.  

დააცარიელეთ ნაგვის ურნა

არასდროს დატოვოთ ნაგვის პარკი სანაგვე ურნაში. სახლიდან გასვლისას გაიყოლეთ ნაგავი და შვებულებიდან დაბრუნებული იამაყებთ თქვენი თავით. 

გადაკეტეთ წყალი

წლის მეზობელთან ჩასვლის საფრთხე ყოველთვის არსებობს, ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, გადაკეტეთ წყალი ცენტრალური მილიდან. 

დაიხმარეთ მეგობარი 

მოისყიდეთ მეგობარი გემრიელი ნამცხვრითა თუ სასმელით და სთხოვეთ, თქვენი არყოფნის განმავლობაში ყურადღება მიაქციოს მცენარეებსა თუ ცხოველებს.

მეტი სიმშვიდისთვის კი შეგიძლიათ მეზობლობის დაზღვევით ისარგებლოთ და თქვენი მიზეზით დაზარალებული მეზობელი დააზღვიოთ: დატბორვისგან, აფეთქებისგან და ხანძრისგან.

რაც ყველაზე მთავარია, მისი შეძენა სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შეგიძლიათ – ლინკზე