ქართული ახალი წელი მოთხრობილი GIF-ებით

2 წუთის საკითხავი

ახალი 2021 წლის შეგებება სხვა წლებისგან განსხვავდება, რადგან წელს ბევრი დაბრკოლებების ფონზე გვიწევდა სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

თუმცა, როგორც ყოველთვის, გადავლახეთ ეს დაბრკოლება და საახალწლო შემართება მაინც მოვიპოვეთ. 

საინტერესოა, ვინ როგორი ქრონოლოგიით შეხვდა ახალ წელს. ცხადია, ყველას გართობა განსხვავებულია, თუმცა საერთოს პოვნა მაინც შეიძლება.

ახალი წელი ასე დაიწყო:

1. მაღაზიებში რიგში დგომისგან და საჩუქრებზე სირბილისგან გადაღლილი, ხვდები, რომ ახალი წლის განწყობისთვის ენერგია არ დაგრჩა

2. თუმცა, მზადებაში იმხელა ენერგია ჩადე, რომ კარგ გართობას ნამდვილად იმსახურებ, ამიტომ იწყებ თვითშთაგონებას

3. ახალი წელი დგება და ასაფეთქებლების უწყვეტი ხმა ისმის…

…რასაც გარშემომყოფების ომახიანი შელოცვებიც ახლავს თან 

4. 12 საათი შესრულდა და ახლა უკვე შეგიძლია თამამად მიეძალო საჭმელებს, რომლებსაც აქამდე ახალი წლისთვის უფრთხილდებოდი

5. რადგან ახალი წლის ღამეს სიარული ხსნილია – დაე ვიაროთ განათებულ ქუჩებში!

6. გზად აღმოჩნდა, რომ შენი კლასტერ-მეგობარი სვამს და შენ გარეშე ახალი წლის შეგებება არ იქნება

7. გათენდა და ორგანიზმი ტირილსა და მინერალურ წყალს ითხოვს!

8. უზმოზე საცივი და წინა დღის სალათები კუჭზე მალამოდ გედება

9. ხვდები, რომ საახალწლო განწყობა ისევ გაქვს, თან იაზრებ, რომ 2020 დასრულდა!!

10. შებინდებისას შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო და საახალწლო სუფრას ხელახლა ჩამოუარო…

თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ შენი ახალი წელი გამოიყურებოდა ასე:

ყველა შემთხვევაში ბედნიერ და გართობით სავსე 2021 წელს გისურვებთ!