2020 ემოციებით საკმაოდ დახუნძლული წელი აღმოჩნდა, რამაც ბევრი რამ შეგვძინა, გადაგვაფასებინა ან თუნდაც – დროებით დაგვავიწყა.
თუმცა ერთ-ერთი, რასაც 2020 ვერასდროს წაგვართმევს, ეს ერთად ყოფნის სურვილი და ამისათვის ალტერნატიული გზების ძიებაა.
კორპორატიული ღონისძიებებიც ციფრულ სამყაროში ინაცვლებს და გართობა დისტანციური ერთობით გრძელდება.
ვირტუალური გართობა კი ვირტუალური სუფრის გარეშე წარმოუდგენელია!
და როგორც ჭეშმარიტ ქართველებს, სუფრის გაძღოლა არც ციფრულ სამყაროში უნდა შეგვეშალოს. მითუმეტეს, რომ თამადას zoom-ში mute ფუნქციის გამო, არც სხვისი ხმაური შეუშლის ხელს და ვერც დალევის ლოგიკური გაგრძელება – ფიზიკური შეხლა შემოხლა დაამძიმებს სიუჟეტს.
კარგ თამადას კარგი სადღეგრძელოებიც სჭირდება, ამიტომ შთაგონებისთვის 10 ლამაზ სადღეგრძელოს გთავაზობთ.
მაშ ასე, თანამესუფრენო, დავიწყოთ:
1. ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს
2. ყველა იმ ადამიანს გაუმარჯოს, ვინც ახლა ჩვენ გვერდით უნდა იყოს და გარკვეული მიზეზების გამო ვერ არის!
ყველა დედლაინში გაჭედილებს, zoom-თან ვერდამეგობრებულებს და ზედმეტად მოუცლელს დავლოცავ!
3. წლევნადელი წლის და მომავლის ყველა წარმატებულ პროექტს გაუმარჯოს!
4. ყველას თანამელანჩეს დაგილოცავთ!
ერთგულად რომ მუდამ ერთად მიირთმევთ. თან მზერების გაცვლითაც რომ ხვდებით, რა უნდა მიირთვათ.
(აქ მოიკითხეთ, ხომ ყველას სასმისი შევსებულია?)
5. კორონაგამოვლილ ალდაგელებს დავლოცავ! ჯანი და სიმტკიცე არ მოგკლებოდეთ
6. ყველაი წმინდა კერაი გაუმარჯოი!
აქამდე რომ აზრადაც არ მოგვივიდოდა სახლიდან მუშაობა. ახლა კი სახლი ჩვენი კომფორტის ზონა და სამუშაო სივრცეც ერთდროულადაა.
7. ოჯახის წევრებს დაგილოცავთ!
8. ჩვენს სახლის ტანსაცმელს გაუმარჯოს, დღეები რომ გვაცვია და სიმყუდროვესა და საქმიან ენერგიას უცვლელად ასხივებს!
9. 2020-ს გაუმარჯოს, ყველაფრის მიუხედავად რომ წინ წაგვწია და დაგვარწმუნა – ერთად ყველაფერს შევძლებთ!
დაბოლოს: