5 რამ, რაც 2020-ს უნდა გავატანოთ

1 წუთის საკითხავი

2020 წელი ნელნელა დასასრულს უახლოვდება და ჩვენც ერთი სული გვაქვს, როდის მოვიტოვებთ ამ ემოციებითა და მოულოდნელობებით დამძიმებულ წელიწადს უკან.

მაგრამ მოდით, ტრადიციას ნუ დავარღვევთ და როგორც ახალი წლის შეგეგებებას შეეფერება, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ და ჩამოვთვალოთ ყველაფერი, რაც 2020-ში დარჩება ისე, რომ არც მოგვენატრება: 

ჭუჭყიანი ხელები

რა-რა და 2020-მა ნამდვილად გვასწავლა ხელების პედანტურად დაბანა. ამიტომ შეგვიძლია თამამდ დავემშვიდობოთ ხელების უგულოდ გადაბანას, რაც აქამდე გვჩვეოდა ხოლმე.

ფილმის ყურებისას დისკომფორტი, რომ პერსონაჟები 2 მეტრის დისტანციაზე არ დგანან

ძალიან უცნაური არ არის, როდესაც ფილმებში ბევრი ხალხი ერთად დგას, ან საუბრისას პირბადე არ უკეთიათ, ან თამამად გადაკოცნიან ხოლმე ერთმანეთს? 

უ-სოციალიზაცი-ობა!

ფესტივალების ხანაში მოულოდნელად მოვწყდით საზოგადოებას და სახლებში აღმოვჩნდით იოგას ხალიჩების ამარა, რომესაც არც კი ვიყენებთ. მეგობრებთან ურთიერთობამ კი ციფრულ სამყაროში გადაინაცვლა.

Zoom-ის ტექნიკური ხარვეზები

“თამთა, არ ისმის შენი ხმა mute-ზე ხარ”

“მარტო ჩემთან ჭედავს, თუ თქვენთანაც”

“ეკრანს ვერ ვაზიარებ, host-ობა მომეცით”

და სხვა მრავალი… 

დაბოლოს:

მთელი 2020 წელი!

მოდით, 2020 წელი ცუდი სიზმარივით წყალს მოვუყვეთ და თან გავატანოთ: უმოგზაურობა, უფესტივალობა, დისტანციური ჩახუტებები და ბლოკბასტერის დასუსრულებელი სიუჟეტი. 

დავიტოვოთ მხოლოდ ის, რაც კარგად გვახსენდება და ახალი შემართებით დავხვდეთ 2021 წელს.