აღარავის აქვს ახალ წელს მეგობრებთან ცეკვის, გართობის, დალევის და სიმღერის მოლოდინი, მაგრამ ერთი რამ ცხადია – რაც შეიძლება ეფექტურად უნდა გავაცილოთ 2020, თუნდაც ონლაინ. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იდეას, თუ როგორ უნდა გამოირჩეოდეთ ახალი წლის ონლაინ წვეულებაზე
1. ფონად დააყენეთ რომელიმე მულტფილმის, ფილმის, ცნობილი წვეულების ან ნებისმიერი საინტერესო თემატიკის ფოტო და ეწვიეთ ზუმის წვეულებას თუნდაც ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად, მემგონი ყველა გაოცდება თუ პატრიკ სვეიზი გაცოცხლდება და სამსახურის შეკრებაზე წამოგყვებათ
2. ფერადი პარიკები – საბავშვო პარიკები თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება, სადაც ბავშვები არიან. თუ არ დაგეზარებათ და შეძენას გადაწყვეტთ, სათამაშოების მაღაზიებს ან 1000 წვრილმანის მსგავს ობიექტებს მიაკითხეთ. იქნებ ვარდისფერი თმა ისე მოგიწონონ, რომ შეღებვა გადაწყვიტოთ
3. ე.წ გლითერები- ახალ წელს ძალიან უხდება სიბრჭყვიალე, სიბზინვარე, სიკაშკაშე. თუ განწყობა გაქვთ, მაგრამ არასაკმარისი-გლითერები ყველაზე მარტივი და ულამაზესი გამოსავალია. საბავშვო ან საკანცელარიო მაღაზიაში იკითხეთ, დაიყარეთ სახეზე, თვალებთან, ლოყებზე და შეანათეთ ზუმში. ბრჭყვიალა ელემენტები დაგეხმარებათ თქვენი საახალწლო განწყობის შენარჩუნებაში და სხვების განწყობის-ამაღლებაში.
4. აქსესუარი – საინტერესო დეტალი კორპორატიულ წვეულებაზე უკვე განსაკუთრებულს გაგხდით. მაგალითად, საინტერესო თემატიკის ქუდი ნებისმიერ შეკრებას დაამშვენებდა. სათვალე, ბაფთა, ჰალსტუხი თუნდაც ნიღაბი, რომ სხვა სტუმრებს გაუჭირდეთ თქვენი ამოცნობა
5. სახის მოხატვა – მოიხატეთ სახე, თუ ვერ ახერხებთ თქვენს შვილს ან ოჯახის წევრს თხოვეთ დახმარება.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი – არ დაკარგოთ განწყობა, მიიღეთ 2020 წლის გამოწვევა, მოემზადეთ და შეხვდით 2021 ისე, თითქოს ნამდვილად კარნავალზე მიდიხართ. GOOD LUCK
Leave a Reply