რამდენი რამ შეიძლება მოხდეს სახლში, რომელშიც ცხოვრობ: მეზობელი წყალს ჩამოუშვებს, სამეზობლო დაიტბორება, ხანძარი, ქურდობა, აფეთქება, მიწისძვრა… ამაზე ფიქრი ვის რად უნდა? ჰოდა ვისაც არ უნდა, კი აქვს სახლი დაზღვეული და არის უდარდელად.
უდარდელობის მრავალი ელფერი არსებობს და ჩვენც რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.
მაშ ასე, ესეც შენ, როდესაც დაზღვეულ სახლში ცხოვრობ:
მშვიდად ხარ! იცი, რომ სახლის საკითხებზე სადარდებელი არაფერი გაქვს და გემღერება! ვინ იცის, იქნებ გვერდით ოთახში წყალიც წვეთავს, მაგრამ ეს შენ უბრალოდ არ გადარდებს.
უდარდელობის განსხეულება ხარ! ხელს არავინ გიშლის და შეიძლება შენი ოცნების რემონტზეც შეუდგე ფიქრს.
მთელი სამეზობლო დედაბუდიანად რომ ჩარეცხო, თანხაც აგინაზღაურდება და მეზობლებთან ურთიერთობაც არ გაგიფუჭდება… და იმღერე – რა პრობლემაა!
ავეჯიც დაზღვეული გაქვს და თავს ამის უფლებასაც აძლევ – რა გენაღვლება!
ზოგი ბინას აქირავებს და იმაზე ნერვიულობს მდგმურმა რამე არ დააზიანოს.
ზოგი, მაგრამ არა შენ! შენ იცი, რომ გაქირავებულ ბინაში სულ შპალერი, ტელევიზორი ან თუნდაც კედელიც რომ არ დაგხვდეს, მაინც შეგეძლება სახლი პირვანდელ მდგომარეობაში დააბრუნო, ამიტომ აქირავე მშვიდად!
დაგვეთანხმებით, რომ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს სახლში სიმშვიდეს და უდარდელობას, ალდაგის ახალი სახლის დაზღვევა კი სწორედ ამისთვის შეიქმნა – ბანალური სიტუაციებმა განწყობა რომ არ გაგიფუჭოს.
Leave a Reply