როგორ დავიცვათ სახლი ხანძრისგან

2 წუთის საკითხავი

მოკლე ჩართვა, დამწვარი საჭმელი, ამომწვარი ავეჯი, კვამლით დაფარული სამზარეულო – ბევრისთვის შესაძლოა ეს გამოცდილება უცხო საერთოდ არ იყოს, რადგან სახლში ხანძრის გაჩენა საკმაოდ ხშირია და ის შესაძლოა ბევრმა გაუთვალისწინებელმა გარემოებამ გამოიწვიოს. 

ხანძრის გაჩენის ყველაზე ხშირი გარემოებებია:

ხანძარი სადილის მომზადებისას

იცოდით, რომ ხანძარი ყველაზე ხშირად სამზარეულოში ჩნდება ხოლმე?

საჭმლის მომზადებისას, ცხელი ზეთის ნაპერწკალი შესაძლოა ხანძრის გაჩენის მიზეზი გახდეს. 

სიგარეტის ფერფლი და ჩაუმქრალი ნამწვი

ისეთი მარტივად აალებადი ნივთებისთვის, როგორიცაა: ფარდები, ტანსაცმელი და ავეჯი, ერთი ნაპერწკალიც საკმარისია იმისთვის, რომ ცეცხლი გაჩნდეს.

ამ შემთხვევაში, ხანძრის თავიდან აცილების ერთადერთი გზა აივანზე მოწევაა, ამ გზით, ხანძრის გაჩენის რისკსაც შეამცირებთ და ოთახში ჰაერის სისუფთავეზეც იზრუნებთ. 

არ დაგავიწყდეთ, რომ ანთებული ნამწვის ეზოში გადაგდებისასაც მაღალია ხანძრის გაჩენის რისკი, ამიტომ ნამწვი ყოველთვის საგულდაგულოდ ჩააქრეთ და სანაგვე ურნაში მოათავსეთ. 

სანთლები

მართალია, ძალიან ლამაზია დეკორაციული თუ არომატული სანთლები, თუმცა თუ მათ უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა საკმაოდ სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდეთ. 

უყურადღებოდ დატოვებული ბავშვები

ცნობისმოყვარე ბავშვები ხშირად ინტერესდებიან ისეთი სახიფათო ნივთებით, როგორიცაა: ასანთი, დენცქვიტა (შტეფსელი 🙂 ) 

უწყინარმა ცნობისმოყვარეობამ შესაძლოა საკმაოდ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

მოკლე ჩართვა

ხანძრის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზი მოკლე ჩართვაა, რაც შესაძლოა კაბელების გაცხელებამ და გაუმართავმა იზოლაციამ გამოიწვიოს. თუკი მავთული დაზიანებულია და არ არის იზოლირებული, წყლის ერთმა წვეთმაც შესაძლოა სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

ხანძრის გაჩენის კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს და მათ თავიდან აცილებაზე შეგვიძლია სახლის პირობებშიც ვიზრუნოთ.

ესეც რჩევები სახლის უსაფრთხოდ მოწყობისთვის: 

  • ნუ შეაერთებთ ბევრ ტექნიკას ერთ დამაგრძელებელში 

დამაგრძელებლის გამოყენებამდე ყურადღება მიაქციეთ ტექნიკისთვის საჭირო სიმძლავრეს და დარწმუნდით, რომ დამაგრძელებელს შეუძლია ამ დატვირთვით მუშაობა. 

  • თუ სახლში ბუხარი გიდგათ, გამოიყენეთ მეტალის ფარი

მეტალის ფარი დაგიცავთ ნაპერწკლებისგან. 

არ დაგავიწყდეთ დაიძინებამდე ბუხრის საგულდაგულოდ ჩაქრობა.

  • გაათავისუფლეთ გამათბობლის გარშემო არსებული სივრცე 

ყველა ნივთი, რომელსაც შესაძლოა ცეცხლი მარტივად წაეკიდოს (ფარდა, ტანსაცმელი, ფურცლები…) მოარიდეთ გამათბობელს.

განსაკუთრებით საყურადღებოა გაზის გამათბობლები – სასურველია, რომ მისი ჩართვისას, სახლში ერთი ადამიანი მაინც იყოს, რომელიც ყურადღებას მიაქცევს. 

  • გამოცვალეთ დაზიანებული კაბელები 

ცხოველების დაღრღნილი ან კარში მოხვედრილი და დაზიანებული კაბელის გამოცვლა არ გადადოთ – ეს შესაძლოა მოკლე ჩართვის მიზეზი გახდეს. თავიდან აიცილეთ გათვალისწინებელი უსიამოვნება.

  • სამზარეულოს უსაფრთხოება

მოერიდეთ მაღალ ცეცხლს, ყურადღება მიაქციეთ ზეთის ტემპერატურას და ნუ დატოვებთ საჭმელს ცეცხლზე უყურადღებოდ.

რადგან შეუძლებელია ყველა შესაძლო რისკის წინასწარ გათვლა – ალდაგი გთავაზობთ ქონების დაზღვევას, რომლითაც შეძლებთ თავი აარიდოთ ხანძრისგან გამოწვეულ გაუთვალისწინებელ ხარჯებს და აღარ იფიქროთ რემონტისთვის საჭირო ფინანსებზე. 

თანაც, მისი შეძენა ონლაინ შეგიძლიათ ლინკზე.

გისურვებთ წარმატებას და უსაფრთხო გარემოს სახლში!