როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია

1 წუთის საკითხავი

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც თვითიზოლაციაში ვართ.

შეგვიძლია ეს დრო სახლისთვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ და შევუდგეთ როგორც კომუნალური ხარჯების შემცირებას, ისე გარემოზე ზრუნვას.

ამაში კი ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ: 

1. ელექტრო ჩაიდანში ჩაასხით მხოლოდ იმდენი წყალი – რამდენიც გჭირდებათ

ხშირად, ერთი ჭიქა ყავისთვის მადუღარას ბოლომდე ვავსებთ ხოლმე, ასე კი ჩაიდანი იმაზე მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე საჭიროა. ჩაიდანში ზუსტად იმდენი წყალი ჩაასხით, რამდენიც გჭირდებათ. ამ გზით, ელექტროენერგიას საგრძნობლად დაზოგავთ. 

2. გამოაერთოთ ყველა უსარგებლო დანადგარი

იცოდით, რომ შტეფსელში შეერთებული ტელევიზორი, გამორთულ მდგომარეობაშიც ხარჯავს ელექტროობას?
ეცადეთ, ის დანადგარები, რაც უსარგებლოდ არის მთელი დღის განმავლობაში შეერთებული, გამოაერთოთ და მხოლოდ მაშინ ჩართოთ, როდესაც გჭირდებათ.

ამ გზით, უფრო უსაფრთხო გარემოსაც შექმნით სახლში.  

3. გაუფრთხილდით ცენტრალურ გათბობას

ნუ იჩქარებთ გათბობის ჩართვას – ალბათ, თქვენც ამჩნევთ, როგორ მომენტალურად იცვლება კომუნალური ხარჯი, როდესაც გათბობას ვრთავთ. 

სითბოს შენარჩუნება ამ გზითაც შეგიძლიათ: გამათბობლის უკანა კედელზე გააკარით ფოლგა – ამ გზით სითბოს ოთახშივე შეინარჩუნებთ და კედლებიდან აღარ გაიწოვება.

4. გამოიყენეთ ეკონომ ნათურები

თვითონ სახელიც კი გვეუბნება, რომ მათი გამოყენება ეკონომიურია ჩვენი სახლისთვის.

5. აკონტროლეთ შუქი ყველა ოთახში

ეს გზა ელექტროობის დაზოგვის ყველაზე მარტივი მეთოდია – ყოველთვის ჩააქრეთ შუქი ოთახიდან გამოსვლისას. თითქოს ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ხშირად გვავიწყდება ხოლმე, ამიტომ თუ ოთახიდან გამოსვლისას შუქის გამორთვას ავტომატურ ქმედებამდე დავიყვანთ, ელექტროენერგიას მეტად დავზოგავთ. 

სწორედ ასეთი დეტალები ახდენს გავლენას სახლის უსაფრთხოებაზე და კომუნალურ ხარჯებზეც, ამ პატარა სასარგებლო რჩევებით კი შეგვიძლია ყველა რესურსის ეკონომიურად გამოყენება და გარემოზე ზრუნვაც.

იზრუნეთ სახლის უსაფრთხოებაზე, დარჩით სახლში და დაგვაზღვიეთ ჩვენც.