სად და როგორ დავისვენოთ?

6 წუთის საკითხავი

წინ ზაფხულის ერთი თვეა და ბუნებრივად გვეფიქრება იმაზე, როგორ შეიძლება ამ ერთ თვეში დავისვენოთ ისე, რომ მინიმუმ შემდეგ ზაფხულამდე დაგვამახსოვრდეს.  2020 წელს დასვენების დღეების გატარება ყველას საქართველოში გვიწევს – თითქოს ყველაფერი ნაცნობი, ნანახი და გამოცდილი გვაქვს, მაგრამ ჩვენი რჩევებიდან შეიძლება რომელიმე გამოგადგეთ და ზაფხული ისე გაგატარებინოთ, როგორც თქვენ გინდათ.  

სასტუმრო   – ბოჰემური დიზაინი, 8 მ. სიმაღლის 4 მინიკოტეჯი ღია სივრცეში. კოტეჯები თანამედროვე და ლათინურ დეკორს აერთიანებს – თავისი ღია სივრცეებით, ცხელი აბანოებითა და ბუხრით. ყველაფერი მოწყობილია იმისთვის, რომ ყოველი წამი დასამახსოვრებელი გახდეს.

რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ კრიხში, საქართველოში პირველი გლემფინგ კოტეჯი – Glamping Georgia Krikhi  შეგხვდებათ. გლემფინგი ახალი სიტყვაა და გლამურულ კემპინგს ნიშნავს 🙂 ანუ ისეთ ადგილს, სადაც ბუნება და კომფორტი თანაარსებობს. შენობას ტენტის ტიპის გადახურვა აქვს, შიდა სივრცეში არის სველი წერტილები, მინისამზარეულო, მინიკინოთეატრი, უფასო WIFI და შექმნილია ისეთი პირობები, როგორიც მშვიდ და საფუძვლიან დასვენებაში დაგეხმარებათ. ერთ კოტეჯში შეიძლება განთავსდეს 4 ადამიანი.

სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი “კასტელო მარე“ ციხისძირის ტერიტორიის ტროპიკულ ნაწილში, ბათუმიდან 17 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ამ ადგილის განვითარების ისტორია სათავეს იღებს მე-20 საუკუნიდან, როცა ამ კლდოვან ადგილზე პირველი განსხვავებული შენობა აშენდა. “Castello Mare” სილამაზის გამო დაერქვა – ეს სიტყვა იტალიურად ნიშნავს  „ ციხესიმაგრეს ზღვაზე“. 100 წლის შემდეგ ციხე-კოშკი მეორედ „დაიბადა“, არა როგორც უბრალოდ ძველი კოშკი, არამედ სულ ახალი „კასტელო მარე“ რომანტიკული სასახლე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს.

ჰეშკილის ქოხები -ამ სასტუმროში ერთი ქოხი პირდაპირ ხეზე მდებარეობს, როგორც ზღაპრებში. სტუმრებში ყველაზე დიდი პოპულარობით სწორედ ის სარგებლობს. 6 ქოხი, 7 ოთახით, დაახლოებით 23 სტუმარს იტევს. ქოხებს გარედან ლამაზი ღობე აქვს შემოვლებული, სადაც ბაღებია გაშენებული, აქვეა ტერასა და ბარიც. საერთო სამზარეულოც თქვენს ხელთაა. “ჰეშკილის ქოხები” მდებარეობს მთებში, მესტიიდან 7 კილომეტრში , ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. მსოფლიოში ცნობილი იალბუზი კი აქედან 28 კილომეტრშია.

“მეხუთე სეზონი” -სასტუმრო სოფელ ჯუთაში, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარეობს. სასტუმრო დამსვენებელს სთვაზობს საკარვე ადგილებს, კომფორტულ ოთახებს, რესტორანს ეროვნული კერძებით, ცხენებს და მრავალ სხვა გასართობს. ბუნების სილამაზე და მრავალფეროვანი, სასიამოვნო მომსახურება ხელს შეგიწყობთ მშვენიერი ხედებით ტკბობაში.

სასტუმრო “Rooms Hotel Kokhta” ბაკურიანში, “კოხტა გორას” ტერიტორიაზე, კოხტას ახალი სათხილამურო ტრასის საბაგიროსთან მდებარეობს. რუმს კოხტა  „აჭარა ჯგუფისთვის“ დამახასიათებელი დიზაინითა და არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. სასტუმროს რესტორანი კი სტუმრებს კომპანიის „ფერმიდან მაგიდამდე“ კონცეფციის მიხედვით მომზადებულ კერძებს სთავაზობს.

“სანსეტ შოვი”- ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი სასტუმროა ონის რაიონში, რაჭაში. საუკეთესო ადგილია საყვარელ ადამიანებთან ზაფხულის ცხელი დღეების გასატარებლად.  „სანსეტ შოვის“ სამზარეულო გამოირჩევა უგემრიელესი კერძებით. მზარეული ძირითადად ადგილობრივ ბაზაზე წარმოებული ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტით უმასპინძლდება სტუმრებს. სასტუმროს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მრავალმხრივ და საინტერესო გართობას დამსვენებელთათვის, აქ შემოგთავაზებენ სათაგადასავლო -საფეხმავლო ტურებს, გასეირნებას ცხენებით, სპორტულ აქტივობებს და ა.შ.


სასტუმრო ქართული ბათუმში – ზღვის ხედით, ორბის 37-ე და 38-ე სართულებზეა განთავსებული. 6 კატეგორიის 44 ნომერს აქვს განსხვავებული დიზაინი, რომელიც ქართული ხელოვნებითა და კულტურითაა შთაგონებული. სასტუმროს ყველა ვიტრაჟები ზღვის და მთის ხედებს გადაჰყურებს.

ბუტიკური ტიპის სასტუმრო – ერეკლე II მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში, საიდანაც ქალაქისა და კავკასიონის ულამაზესი ხედი იშლება. სასტუმროში შემორჩენილია XIX საუკუნის უძველესი აგურით ნაშენი კედლები. სასტუმროს ირგვლივ შეგიძლიათ მოინახულოთ ერეკლე II-ის მოქმედი სახლ-მუზეუმი და თელავის სიმბოლო – ერეკლეს ძეგლი. შიდა ეზო გაწყობილია ულამაზესი დეკორატიული ქვევრებით, რომელიც მას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. სასტუმროს ძალიან განსხვავებული და საინტერესო დიზაინი აქვს.

სოფელ შემოქმედში, 2,5 ჰექტარ მიწაზე მდებარე საუკუნენახევრისწინანდელი ისტორიული სამოსახლო დღეს უკვე „მენაბდის მარნად“ იწოდება. მარნის გარდა, იგი აერთიანებს ვენახს, ეთნოგრაფიულ ეზოს და სასტუმროს სერვისს.

„მენაბდის მარანი“ ტიპური გურული ეზო-კარმიდამოა. ოდის ტიპის სახლი, უძველესი ნაგებობა, რომელიც სრულად რესტავრირდა, უკვე წელიწადია სტუმრებს იღებს. შენარჩუნდა უძველესი გურული ოდის წყობა − ცენტრალურ კედელში ჩაშენებული ბუხრის გარშემო განლაგებული ოთახები 21-ე საუკუნის ყველა კომფორტითაა უზრუნველყოფილი.

გისურვებთ თავგადასავლებით სავსე დასვენებას 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published.