იდეები გემრიელი ლანჩისთვის

1 წუთის საკითხავი

პირველ რიგში, მოამზადეთ კონტეინერები და მოიფიქრეთ, რა გსურთ მიირთვათ ხვალ ოფისში, როდესაც ლანჩის დრო დადგება. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, წასაღები ულუფა საღამის მოამზადოთ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ კონტეინერზე შეაჩერებთ არჩევანს, მთავარია კარგი ხარისხის იყოს და ჰერმეტულად იხურებოდეს. ისეთმა საკვებმაც კი, რამაც ერთი შეხედვით, სითხე არ უნდა გამოყოს, შესაძლებელია დაგიზიანოთ ჩანთაში არსებული სხვა ნივთები, ამიტომ უბრალო სენდვიჩიც კი არ ჩადოთ დამატებითი დაცვის გარეშე. სხვათაშორის, იაფი და კარგი კონტეინერის მოვალეობას ასრულებს ხოლმე ქილა ხრახნიანი თავსახურით: მასში სალათაც კარგად თავსდება და წვნიანიც.



ქინოას სალათი

მოხარშეთ ქინოა, შეურიეთ მოთუშული ან ცოცხალი ბოსტნეული გემოვნების მიხედვით. ნოყიერი და ჯანმრთელი ლანჩი მზად არის.

ქათმის სალათი

 ოფისში წაიღეთ მოხარშული ქათმის ფილე ბოსტნეულთან ერთად, მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ ვრაპში გაახვიოთ და ისე მიირთვათ

მოხარშული კვერცხი და წიწიბურა

მოხარშული კვერცხი წიწიბურა, ერთი ნაჭერი ყველი და ბოსტნეული იდეალური და მარტივი გამოსავალია ნოყიერი ლანჩისთვის .

ხილი და თხილი

უფრო მოხერხებულია, თუ დაჭრილ ხილს წაიღებთ. თხილი კი შიმშილსაც შეაჩერებს. შეგიძლიათ წაიღოთ პატარა კონტეინერში ან პარკში ჩაყრილი თხილი, ნუში, მიწის თხილი ა.შ და შიმშილის გრძნობა აღარ შეგაწუხებთ.

სენდვიჩი

მარტივად-  ლორით ან ნებისმიერი ძეხვით (გემოვნების მიხედვით) , სალათის ფურცლებით, პამიდვრით და თქვენი საყვარელი სოუსით შეგიძლიათ გააკეთოთ სენდვიჩი, რომლის მომზადებასაც დილით სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდება

არ დაგავიწყდეთ, რომ წინა დღის სადილი მეორე დღის ლანჩია ამიტომ თუ სადილს აკეთებთ გაითვალისწინეთ თქვენი სამუშაო დღე. დღეს კატლეტებია ოჯახურ მენიუში? ხვალ ეს კატლეტი შეგიძლიათ ბურგერად აქციოთ სამსახურში. აჯაფსანდალი ცივიც კარგია და ცხელიც. ფლავი, ტოლმა, ლობიო, შემწვარი ქათამი, ყვავილოვანი კომბოსტო, პიურე – მთავარია იოლად ტრანსპორტირებადი იყოს, მეორე დღისთვის ლამაზ კონტეინერში ყველაფრის ჩადება შეიძლება.  

Leave a Reply

Your email address will not be published.