სულ რაღაც სამი თვის წინ, აჩქარებული რიტმიდან მოულოდნელად აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც აღმოჩნდა, რომ გვაქვს უამრავი დრო ვაკეთოთ ის, რაც გვინდა და თან სამსახურის საქმეებიც არ დაგვრჩეს უყურადღებოდ.
მაშ ასე, ესეც თვითიზოლაციისგან მიღებული გაკვეთილები:
აღმოვაჩინეთ ჩვენი ჰობი
ალბათ, როგორც ყველამ, თქვენც მოიცალეთ სახლის საქმეებისთვის, მივიწყებული ინტერესებისთვის, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ გქონდათ.
იცოდით, რომ არარსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 95%-მა პური გამოაცხო?

შევეჩვიეთ დისტანციურ მისალმებას
აქამდე როგორ ვესალმებოდით ერთმანეთს?

საქმისა და გართობის იდეალური ბალანსი
მივხვდით, რომ სახლიდანაც საკმაოდ საინტერესოა სამსახურის და გართობის შეთავსება. მაგალითად, შესაძლებელია ერთ სამუშაო დღეს, საქმიანი ზარის დასრულების შემდეგ, ერთი ჭიქა ღვინო დავლიოთ ისე, რომ არავინ განგვსაჯოს.

აღმოვაჩინეთ სატაცური!
ბოსტნეული, რომელიც უეცრად გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში, თითქმის ყველამ აიტაცა და რომლის მომზადების საკმაოდ მარტივი და მადისაღმძვრელი რეცეპტებიც გავრცელდა.

დავაფასეთ ჩვენი ჯანმრთელობა
თუ აქამდე არ ვიცოდით, ახლა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია და რეკომენდაციების გათვალისწინებით უნდა გავუფრთხილდეთ საკუთარ თავებსა და გარშემომყოფებს.

დავიწყეთ ქუჩაში დარჩენილ ცხოველებზე ზრუნვა
თვითიზოლაციის პერიოდში უფრო გამოიკვეთა, როგორი უსუსურები არიან ეზოში დარჩენილი ცხოველები და როგორ აბედნიერებთ ჩვენი მცირედი ყურადღებაც. მგონი, მათზე ზრუნვის ჩვევა სამუდამოდ უნდა შევინარჩუნოთ!

დავაფასეთ სუფთა ჰაერი
ქალაქში მანქანების აკრძალვამ გვანახა, როგორია ბუნების რელური სახე. ვნახეთ, როგორი კომფორტულია ცარიელ ტრასაზე ფეხით სიარული!

ავითვისეთ ალტერნატიული ტრანსპორტი
მოპედი, ელექტრო სკუტერი, ველოსიპედი, სკეიტი, მოტოციკლეტი… ალტერნატიული ტრანსპორტის მფლობელებისთვის ნამდვილი სამოთხე იყო დაცარიელებულ ქუჩებში მოძრაობა.

დავაფასეთ პარკები
მაშინ, როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო და წასასვლელიც არსად გვქონდა, დავიწყეთ პარკებში სიარული, რაც არც ისე ცუდი ყოფილა.

ონლაინ შოპინგი
არც ისე ცუდი ყოფილა, როდესაც სასურველი ნივთი სახლში მოაქვთ.

დავაფასეთ
დავაფასეთ ძიძები და დამხმარეები. ადამიანები, რომლებიც აქამდე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი იყვნენ და თვითიზოლაციის დროს ყველაზე მკვეთრად მათი არყოფნა დაგვეტყო და გვეტკინა.
დაბოლოს, მანამ, სანამ ჩვენ ჩვენი თავის გასაცნობად დრო გვქონდა, ექიმები, აფთიაქარები, კურიერები, მოლარეები და კიდევ სხვა პროფესიის ადამიანები, შრომობდნენ ჩვენთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის, რისთვისაც მათი ყოველთვის მადლიერები ვიქნებით!
