შვებულებიდან სამსახურში: ტრაგედია 5 მოქმედებად

1 წუთის საკითხავი

როგორი სასიამოვნოა, როდესაც ისე ისვენებ, რომ არც გაინტერესებს რომელი დღე ან რიცხვია. გარშემო მხოლოდ მეგობრები ან ოჯახის წევრები არიან და  ნეტარი სახით მზეს ეფიცხები. ასეთია ნამდვილი შვებულების გემო, თუმცა შეიძლება შვებულების ყველაზე დრამატულ ნაწილზე ვისაუბროთ?

შვებულების ბოლო დღე

არ ინერვიულო, მარტო არ ხარ და ყველას გვესმის შენი. მაგრამ მოდი, მაინც გადავხედოთ იმ საფეხურებს და ემოციების ქრონოლოგიას, რასაც შვებულების დასრულებამდე ერთი დღით ადრე გადიხარ.

1. ერთობი და უცებ გახსენდება, რომ ხვალ სამსახურში უნდა წახვიდე

2. ცდილობ გაერთო, მაგრამ ხვალ სამსახურში უნდა წახვიდე!!!

3. სამსახურში ხარ, თუმცა აღარ გახსოვს საქმე როგორ უნდა გააკეთო

არადა საქმე ნამდვილად არ გაკლია

4. ხვდები თანამშრომლებს, რომლებიც თურმე მოგნატრებია

5. ნელ-ნელა თავს უბრუნდები, საქმესაც სწორად აკეთებ და ხვდები, რომ დასვენებამ უფრო პროდუქტიული და შემოქმედებითი გაგხადა! 

შეგიძლია დანამდვილებით იცოდე, რომ ამ ემოციებს მხოლოდ შენ არ განიცდი და ყველა შვებულებიდან დაბრუნებული ადამიანი ერთსა და იმავე ფაზებს გავდივართ.

ახლა კი წარმატებულ სამუშაო კვირას გისურვებთ!