რა სარგებლობა მოაქვს ციტრუსს?

1 წუთის საკითხავი

ყველამ ვიცით, რომ მომჟავო-მოტკბო და გემრიელი ციტრუსები C ვიტამინებითაა გამდიდრებული, თუმცა, გარდა ამისა, არის კიდევ ბევრი საინტერესო ფაქტი, რაც ციტრუსების ოჯახზე არ ვიცით: 

იცოდით, რომ ციტრუსებით შეგიძლიათ ნაადრევ დაბერებას ებრძოლოთ?

ციტრუსოვან ხილში არსებული ანტიოქსიდანტები იდეალურია კანის დაზიანების, დაბერებისა და მზისგან გამოშრობის თავიდან ასაცილებლად. 

ციტრუსი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

ლიმონიან წყალს ხშირად სვამენ საჭმლის მონელების პროცესის დასაჩქარებლად. ციტრუსებში შემავალი მჟავა მარტივად შლის საკვებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. 

ციტრუსები, კერძოდ ლიმონი ანეიტრალებს სუნს

ქართული სამზარეულო მძაფრი სუნელებისა და არომატების გარეშე წარმოუდგენელია. მომზადების პროცესის შემდეგ კი სუნის მოშორება ხელებიდან არც ისე მარტივია. ლიმონის ხელზე წასმით შეგიძლიათ მარტივად ებრძოლოთ ამ სუნებს.

ციტრუსი თირკმელში კენჭების წარმოქმნის პრევენციისთვის

ციტრატი, ლიმონმჟავას კომპონენტი შარდის შემადგენლობაში მჟავიანობას წევს და ამასთან ერთად, შეუძლია მცირე ზომის კენჭებიც კი დაშლოს. ლიმონიანი წყლის დალევით თქვენს ორგანიზმში მოხვდება ციტრატი და წყალი, რაც კენჭების თავიდან აცილებაში და საშარდე სისტების გასუფთავებაში დაგეხმარებათ.

იდეალურია გულსისხლძარღვთა სისტემისთვის

ციტრუსს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ მისი მიღების შემდეგ, სისხლში შაქრის დონე მხოლოდ უმნიშვნელოდ მატულობს და შედეგად იღებთ ენერგიასა და სიმსუბუქის შეგრძნებას.

ასევე ციტრუსი შეიცავს ფლავონოიდებს, მცენარეულ ნაერთებს, რაც სასარგებლოა გულისთვის. კვლევის მიხედვით, ანტიოქსიდანტებით მდიდარი წითელი გრეიფრუტი “ცუდი” LDL ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდის დონეს, ხოლო ვიტამინი C გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ყველა სხვა ხილი თუ ნივთიერება, ციტრუსიც ზომიერად უნდა მივიღოთ. ციტრუსის მიღების იდეალური რაოდენობა კი დღეში 120 მლ.-ია.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ხოლო თუ გაქვთ ციტრუსების ბაღი და გსურთ დააზღვიოთ თქვენი მოსავალი – ესტუმრეთ ვებგვერდს და მიიღეთ ანაზღაურება ზარალისთანავე.