5 კერძი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

3 წუთის საკითხავი

სახლში ყოფნის დროსაც აუცილებელია ვიფიქროთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ავიმაღლოთ იმუნური სისტემა იმისათვის, რომ დაცული ვიყოთ სეზონური გრიპებისა თუ სხვა დაავადებებისგან.

იმუნიტეტის ამაღლებას სახლის პირობებში გემრიელი კერძებით შევძლებთ, და აი ისინიც:

1. ბროკოლისა და ქათმის ფილეს სალათი, ლიმონის წვენთან და ნუშთან ერთად

ბრო­კო­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბით და მი­ნე­რა­ლე­ბით სავ­სე პრო­დუქ­ტია. შე­ი­ცავს A, C და E ვი­ტა­მი­ნებს, ასე­ვე, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს და ბოჭ­კოს. ბრო­კო­ლი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი ბოსტნე­უ­ლია, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოს. მთა­ვა­რია მისი მომ­ზა­დე­ბი­სას და­იც­ვათ ზო­მი­ე­რე­ბა და ზედ­მე­ტად არ გა­და­ხარ­შოთ. 

შემადგენლობა:

3 პატარა თავი ბროკოლი
3 ც შემწვარი ქათმის ფილე
1 ც მწვანე ბუგლარული წიწაკა
მარილი, პილპილი
ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

ბროკოლს კარგად  ვანაწევრებთ, კარგად ვრეცხავთ და ვყრით, ვუმატებთ დაჭრილ ხორცს
ვჭრით ბულგარულ წიწაკას, ვაყრით მარილს , პილპილს, ვასხამთ 1 ც ლიმონის წვენს  და ვაყრით ნუშს.

2.  ისპანახის სალათი ნიგვზით

შემდეგი პროდუქტი ისპანახია, ის მდიდარია C ვიტამინით. ასევე შეიცავს მრავალრიცხოვან ანტიოქსიდანტებს ბეტა კაროტინს, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ინფექციების მიმართ ბრძოლისუნარიანს ხდის. ბროკოლის მსგავსად, ისპანახი ყველაზე ჯანმრთელია, როდესაც ზომიერად არის მოხარშული რადგან სწორედ ამ დროს ინარჩუნებს ის თავის თვისებებს.

შემადგენლობა:

200-250 გ ისპანახის ფოთლები
1/3 ჭიქა მოხალული ნიგოზი
1/4 ჭიქა შაქარი
1/4 ჭიქა თეთრი ძმარი
1/4 ჭ ზეითუნის ზეთი
1 ს.კ სეზამის მარცვლები
მარილი
1 ს/კ თაფლი

მომზადების წესი:

მოვხალოთ ნიგოზი, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ბოლოს მოვაყაროთ მოხალული ნიგოზი.

3. ვიტამინების კოქტეილი ანუ ქათმის კერძი ბრინჯით

შემადგენლობა:

ქათმის ხორცი
წყალი  1ლ
ოხრახუში  2ღერი
ხახვი  1თ
სტაფილო  1ც
ბრინჯი  100გრ
მარილი, შავი პილპილი  გემოვნებით
კამა  გემოვნებით

მომზადების წესი:

გავრეცხოთ ქათმის ხორცი. გავარჩიოთ ხახვი, დავჭრათ სტაფილო პატარა ნაჭრებად. ბარკალი და ბოსტნეული ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. ავადუღოთ, დავაყაროთ მარილი, ვადუღოთ 40 წთ.

გავრეცხოთ ბრინჯი, დავამატოთ და ვადუღოთ მოხარშვამდე. ამოვიღოთ ბარკალი, ძვალი მოვაცილოთ და ხორცი ქვაბში ჩავაბრუნოთ. დავაყაროთ მწვანილი, პილპილი და გადმოვდგათ. ვიტამინების კოქტეილი მზად არის!

4. ავოკადოს და კივის სალათი

იმის გარდა, რომ კივი საკმაოდ გემრიელი ხილია, იცოდით , რომ ის სხვა­დას­ხა ვი­ტა­მი­ნით მდი­და­რია? შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, ვი­ტა­მინ K-ს და C-ს.

შემადგენლობა:

1 კიტრი
2 ავოკადო
3 კივი
3 ს/კ ლიმონის წვენი
4 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 ჩ/კ შაკარი , მარილი , წიწაკა

მომზადების წესი:

დავჭრათ კიტრი წვრილ ნაჭრებად, გავასუფთავოთ,

დავჭრათ ავოკადო თხელ ნაჭრებად და ავურიოთ 2 ჩ/კ ლიმონის წვენში.

დავჭრათ კივი.

ჯამში ავურიოთ დარჩენილი 1 კოვზი ლიმონის წვენი, შაქარი და ზეთი. ჩავყაროთ კიტრი, ავოკადო და კივი და გემოვნების მიხედვით მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

მხოლოდ ციტრუსი არ შეიცავს ვიტამინ C-ს, ბოსტნეულებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია წითელი ფერის ბულგარული წიწაკა, რომელიც ციტრუსებზე ორჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ხოლო ნი­ო­რი მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა სამ­ზა­რე­უ­ლოს ნა­წი­ლია, იგი საკ­მა­ოდ კარგ არო­მატს და გე­მოს აძ­ლევს საჭ­მელს და ამას­თან, ჯან­მრთე­ლო­ბის­თვი­საც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ჯერ კი­დევ ად­რე­ულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ადა­მი­ა­ნებ­მა მისი ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბ

5. კუსკუსი გამომცხვარი ბოსტნეული

შემადგენლობა:

1,5 ჭიქა კუსკუსი
2,5 ჩ.ჭ წყალი
1 საშუალო ზომის ყაბაყი
4-5ც პომიდორი
1 თავი წითელი ხახვი
1ც.წითელი ბულგარული წიწაკა
4 კბილი ნიორი
½ კონა ოხრახუში
2 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი
პილპილი

მომზადების წესი:

პირველ რიგში, გამოაცხვეთ ბოსტნეული, ამისათვის ხახვი ალყა-ალყა, სქლად დაჭერით, დაახლოებით 1/2 სმ სისქეზე, პომიდორი, ყაბაყი და ბულგარული წიწაკა კი კუბებად დაჭერით, ნიორი უბრალოდ გაარჩიეთ (არ დაჭრათ).

ბოსტნეულს მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, კარგად აურიეთ ხელით,  გადაიტანეთ საცხობ ფირფიტაზე და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, აცხვეთ 45 წთ. ცხობის პროცესში ორჯერ ამოურიეთ, რათა თანაბრად გამოცხვეს. სანამ ბოსტნეული გამოცხვება წყალი აადუღეთ, დაუმატეთ მარილი და კუსკუსი, კარგად ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. ქვაბს დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 7-10 წთ. ამ დროს კუსკუსი აფუვდება, შემდეგ კი ჩანგლით “ააფუმფულეთ”. გამომცხვარი ნიორი დაჭერით წვრილად. კუსკუსს დაუმატეთ გამომცხვარი ბოსტნეული, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად ამოურიეთ. კერძი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც თბილი, ასევე ცივი.
 
როგროც ვხედავთ, მაღალი იმუნიტეტისთვის არ არის აუცილებელი ძალდატანებით ვჭამოთ რაღაცები, შესაძლებელია გემრიელი საკვებითაც ავიმაღლოთ იმუნიტეტი.